საქართველოში მომხმარებლების მობილურ მოწყობილობებზე მავნე პროგრამების შეტევები გახშირდა
2020 წელს საქართველოშიმომხმარებელთა 2,25%-მა განიცადა მავნე მობილურიპროგრამების შეტევები, ასეთი შეტევების რიცხვმა სომხეთში შეადგინა 2,80%, ხოლო აზერბაიჯანში–5,19%.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში მომხმარებელთა 1,78%-ს თავს დაესხნენმობილური მავნე პროგრამებით, სომხეთში –2.57%-ს და აზერბაიჯანში კი –5,05%-ს.
კომპანიის მონაცემებით, 2020 წელს მობილური მავნე პროგრამები მომხმარებლებს ყველაზე მეტად თავს ესხმოდნენ ირანში (67,78%), ალჟირში (31,29%) და ბანგლადეშში (26,18%).
2020 წელს კომპანიამიპოვა 5 683 694 მავნე მობილური ინსტალაციის პაკეტი, რაც 2,1 მილიონით მეტია, ვიდრე წინა წელზე. 2020 წელს მათი უმეტესობა (57,26%) მიეკუთვნოდა სარეკლამო პროგრამების კლასს, მაშინ როცა, ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 21,81%-ს ადგენდა. შესაბამისად, 2020 წელს შემცირდა სხვადასხვა ტროიანული პაკეტების წილი, მათ შორის, საბანკო პროგრამებისა.
მობილური მოწყობილობების ინფექციის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ მომხმარებლებს, ჩამოტვირთონ პროგრამები მხოლოდ სანდო წყაროებიდან და გათიშონ პროგრამის დაინსტალირება მოწყობილობის პარამეტრებშიმესამე მხარის წყაროებიდან. თქვენ ასევე უნდა განაახლოთ თქვენი სისტემა და მნიშვნელოვანი პროგრამები. უსაფრთხოების მრავალი პრობლემის მოგვარება ხდება მათი თანამედროვე ვერსიების ინსტალაციით. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ SMS გზავნილებს, ელ.ფოსტას, მყისიერ მესენჯერებსა და სოციალურ ქსელებს. არ გადახვიდეთ ბრაუზერში გადაუმოწმებელ ბმულებზე, რათა არ მოხვდეთ ფიშინგურ გვერდზე. თქვენს მობილურ მოწყობილობაზე დააყენეთ ეფექტური ანტივირუსი.
ეს საინფორმაციო სტატია სარეკლამო ხასიათის არ არის და შეიცავს მხოლოდ საქართველოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს