დღეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა

საქართველოში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა.

26 მარტს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელთა კრება გაიმართა.

გიორგი ჯახუტაშვილი: „გაერთიანების მთავარ ამოცანებს საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს”

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიზანს, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. გაერთიანება ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციტივითა და ძალისხმევით ფუძნდება, რომლის მთავარი ამოცანაა ერთობლივი ღონისძიებების შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ ინვესტიციებზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ორი ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე მოქმედი ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ჰალიკ ბანკი“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistic“.

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ხელს შეუწყობს ორქვეყანასშორისსავაჭროეკონომიკურსფეროშიპარტნიორობისა და  ხალხებს შორის კულტურულ-მეგობრულიურთიერთობების გაძლიერებას. ჩემი, როგორც საპატიო კონსულის საქმიანობა მოიცავს, ორმხრივიეკონომიკურიურთიერთობებისგაღრმავების ხელშეწყობასდასაქართველოსა და ცენტრალურიაზიისრეგიონისქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას. “ – აღნიშნავს გიორგი ჯახუტაშვილი.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები, გაერთიანების  დამფუძნებელი ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.

ცნობისათვის, საქართველოშიყაზახურიკაპიტალითშექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობას ცდება 450 მილიონ აშშ დოლარს.ამ კომპანიებში დასაქმებულია 3 500-ზე მეტი ადამიანი. ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში შეუფერხებლად მიმდინარეობს 30 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები, ხოლო 70 მილიონის მომზადების პროცესშია, მათ შორის არის შოვის ბალნეოლოგიური კურორტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *