USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ეხმარება ახალგაზრდა ქალებს საქართველოში ლიდერობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებში

29 მარტს, ორშაბათს, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) თანამშრომლობით, იწყებსონლაინ ტრენინგების პროგრამას „გოგონები ცვლილებებისთვის“ (Girls for Change). პროგრამაში მონაწილეობას მიიღებსღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული 30 სტუდენტი გოგონა ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლორა ბერგერი, ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კაიუნარდი, ევროპის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ბრაკველდი და სხვა ოფიციალური პირები.

ტრენინგებს კი გაუძღვებიან ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის,საერთაშორისო ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ლილა იანაკაკი – კარაბალისი,  ევროპული ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორიდევიდლი,კომპანია დიოს თანადამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, ასევე, კომპანია ნუნისის გენერალური დირექტორი და ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიირმადაუშვლი,ჰილტონ ბათუმის გენერალური მენეჯერიტორსტენ უელერი,USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ექსპერტები და სხვა გამოცდილი სპეციალისტები. ისინი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაუთმობენ დროს და გაუზიარებენთავიანთ გამოცდილებას მომვალ ლიდერებს.

სტუდენტი გოგონებიექსპერტებისგან მიიღებენ კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, აიმაღლებენ ცნობიერებას ძირითადი ეკონომიკური რეფორმებისა და მათი ზეგავლენის შესახებბიზნესგარემოზე.

პროგრამის დასრულების შემდეგ სამისაუკეთესო სტუდენტი სტაჟირებას გაივლის ევროპის ბიზნეს ასოციაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *