თბილისში გაიმართა აბაის ლექსების ქართულ ენაზე თარგმნილი კრებულის პრეზენტაცია
მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა დიდი ყაზახი პოეტის, მწერლის და განმანათლებლის აბაი კუნანბაიულის, პირველად ქართულ ენაზე გამოცემული ლექსების კრებულის პრეზენტაცია. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს კულტურის სამინისტროს და მწერალთა კავშირის, საქართველოს ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებმა, ასევე ყაზახურმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ. თავის გამოსვლაში აბაის ლექსების მთარგმნელმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა აღნიშნა აბაის შემოქმედების მრავალმხრივობა და სიღრმე, რომელიც მოიცავს ეროვნულ იდენტობას, სულისკვეთებას და ყაზახი ხალხის მსოფლმხედველობას, რომლის გაცნობაც ხელს შეუწყობს ორი კულტურის ურთიერთგამდიდრებას და ხალხთა დაახლოებას.
საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა გულმირა სულტანალიმ აღნიშნა აბაი კუნანბაიულის შემოქმედების და იდეების აქტუალობა და მოთხოვნადობა დამოუკიდებლობის პერიოდში, ქვეყნის მოდერნიზაციის ფარგლებში. ამავე საღამოს, ლიტერატორებისთვის ასევე წარმოდგენილი იქნა ყაზახეთსა და საქართველოში გამოცემული მაყვალა გონაშვილისა და გალიმ ჟაილიბაის ლექსების კრებულები. ქართველი ლიტერატორები, აბაის ლექსების ქართულ ენაზე თარგმანის მაღალი შეფასებისას, ხაზს უსვამდნენ ორი ქვეყნის შემოქმედებით საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის ყაზახი და ქართველი პოეტების და მწერლების ნაწარმოებების ორენოვანი კრებულის გამოცემას. ყაზახეთის დიპლომატების მიერ საქართველოს მწერალთა კავშირისთვის საჩუქრად გადაცემულ იქნა თანამედროვე ყაზახური პოეზიის ანთოლოგიისა და თანამედროვე ყაზახური პროზის ანთოლოგიის ეგზემპლიარები.