2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.

სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი კოვიდ პროტოკოლის ყველა წესის დაცვით 8 მარტს გაიხსნა, გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.

გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები  საშუალებას იძლევა, ზუსტად მოხდეს იმის დათვლა, თუ რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა მთას.

2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბელეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78462 შეადგინა.

2021 წლის სეზონზე გუდაურის სათხილამურო არეალს 83055,  ბაკურიანისას – 35166, გოდერძის – 7262, ხოლო მესტიას  (თეთნულდი, ჰაწვალი) 8700 ვიზიტორი სტუმრობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *