ყაზახეთში 2 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები: ქვეყანა მოდერნიზაციის გზაზე

ორი წლის წინ ყაზახეთმა დაიწყო მასშტაბური რეფორმების განხორციელება ქვეყნის სხვადასხვა სფეროში. მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ–ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა ყაზახეთში პოლიტიკური რეფორმების მესამე პაკეტის თაობაზე. COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, რეფორმები მაინც გაგრძელდა და მას დაემატა ახალი ზომები.

აქტუალური კვლევების ცენტრი „ალტერნატივას“ დირექტორის ანდრეი ჩებოტარევის თქმით, პრეზიდენტ ტოკაევის რეფორმების ძირითად პლატფორმად განიხილება „მსმენელი სახელმწიფოს“ კონცეფცია, რომელსაც ეყრდნობა პრინციპულად ახალი ურთიერთმოქმედება ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის.

ახალი პოლიტიკური რეფორმები მიმართულია მართვის სისტემის დეცენტრალიზაციაზე, ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის გაძლიერებაზე, სამოქალაქო ჩართულობის გაფართოებაზე, პარლამენტარიზმის განვითარებასა და მრავალპარტიულობაზე, საარჩევნო სისტემის ეფექტურობის გაზრდაზე. იგეგმება ადამიანის უფლებებზე უფლებამოსილი ინსტიტუტების დონის ამაღლება, ყველა რეგიონში მისი წარმომადგენლების მუშაობის დანერგვით.

პოლიტიკური რეფორმების მესამე პაკეტი ძირითადად მიმართულია 2026 წელს დაგეგმილი ყაზახეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერებაზე, რომლის მიზანია მოსახლეობის ფართო ფენების ჩართულობა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ორჯერ შემცირებულია სარეგისტრაციო ბარიერი პოლიტიკური პარტიების შესაქმნელად (20 ათას ადამიანამდე), შექმნილია 30% ქვოტა საარჩევნო პარტიულ სიებში ქალბატონებისა და ახალგაზრდობისთვის.

ასევე, პირველად, საარჩევნო ბიულეტენს დაემატება გრაფა „ყველას წინააღმდეგ“. ყველას წინააღმდეგ ხმის მიცემის შესაძლებლობების თავის განმარტებაში, პრეზიდენტმა მოიხსენია მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ამომრჩეველს აქვს უფლება ლეგიტიმურად გამოხატოს საკუთარი უთანხმოება არჩევნებთან დაკავშირებით და არ მისცეს ხმა რომელიმე კანდიდატს.

„ჩვენთვისაც, ნორმალურ მოვლენად უნდა გახდეს ალტერნატიული აზრი და ყველას წინააღმდეგ ხმის მიცემა. ეს ინიციატივა შექმნის პირობებს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად, ვინაიდან, არჩევანის არარსებობის ოფიციალური დემონსტრირება  ასევე არჩევანია,“ – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

განსაკუთრებით ყურასდაღებია პრინციპული გადაწყვეტილება სახელმწიფო აპარატის თანამშრომლების შემცირებაზე ¼–ით. ტოკაევმა უკვე გასცა ბრძანება 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო აპარატის შემცირების უფრო შემჭიდროვებულ ვადებთან დაკავშირებით.

“დაზოგვის ხარჯზე გაიზრდება დარჩენილი თანამშრომლების ხელფასები. დაბალ ანაზღაურებადი საჯარო სამსახური საზოგადოებას უჯდება ძალიან ძვირად. ამ საკითხის არასწორი გაგება იწვევს უარყოფით სელექციას, კომპეტენციების და ინიციატივების დაკარგვას და, რაც მთავარია, კორუფციას. ამიტომ, 2021 წლის 1 ივლისიდან  აუცილებელია ფაქტორულ–ქულიანი შკალის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის და მოტივაციის გაძლიერებას. ჩვენ ძალიან გვჭირდება პროფესიონალური უნარ–ჩვევების, ახალი ხედვებისა და ინიციატივების მქონე ახალი კადრები. საჯარო სამსახური არ უნდა გადაიქცეს დახურულ კასტად“, – აცხადებს კასიმ–ჟომარტ ტოკაევი.

ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევად რჩება სამართალდამცავი სისტემის სრულყოფილი რეფორმა. ყაზახეთში დაშვებულია პოლიციის იმიჯის ნიველირება, როგორც სახელმწიფოს ძალოვანი ინსტრუმენტის, ასევე პოლიციის ისეთი ტიპის ორგანოში გარდაქმნა, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, აუცილებელია იურიდიული სფეროს მოდერნიზება, სასამართლოების დამოუკიდებლობის მიღწევა.

რაც შეეხება ყაზახეთის პრეზიდენტის წინა ინიციატივებს, აღსანიშნავია, რომ მთლიანად განხორციელებულია 2019 წლის 20 დეკემბერს გამოცხადებული პოლიტიკური რეფორმების პირველი პაკეტი.

ამგვარად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი არის კანონი „ყაზახეთის რესპუბლიკაში მშვიდობიანი შეკრებების ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ“. ყაზახური ექსპერტების უმრავლესობის აზრით, კანონი გახდა საფუძველი საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალი კულტურის ჩამოყალიბებისთვის, თავისუფალ მშვიდობიან შეკრებებზე რესპუბლიკის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების გამოყენებისთვის.

პირველად, ყაზახურ კანონმდებლობაში აისახა საპარლამენტო ოპოზიციის ინსტიტუტის მნიშვნელობა. ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეჯლისზე წარდგენილ ოპოზიციურ პარტიებს ეძლევათ ორი პალატის ერთი მუდმივმოქმედი კომიტეტის თამვმჯდომარის და ორი კომიტეტის მდივნის თანამდებობები.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გააჟღერა პოლიტიკური რეფორმების მეორე პაკეტი 2020 წლის 1 სექტემბერს მისი ქვეყნის წინაშე სიტყვის გამოსვლის დროს: „ყაზახეთი იმყოფება ახალ რეალობაში; დადგა მოქმედებების დრო“. ამასთანავე, ქვეყნის მეთაურმა განაცხადა  სოფლის აკიმების პირდაპირ არჩევნებზე 2021 წლიდან  ეტაპობრივ გადასვლაზე.

ამასთან დაკავშირებით, გაცემული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კონცეფციის და „საზოგადოებრივი კონტროლის შესახებ“ კანონის შემუშავების, და ასევე ონლაინ–პეტიციების ერთიანი ინსტიტუტის შექმნის ბრძანება.

განსაკუთრებული ყურადღება, მეორე პაკეტის ფარგლებში, ეთმობა ადამიანის უფლებებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ადამიანებით ვაჭრობასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლის, კიბერბულინგისგან მოქალაქეთა (განსაკუთრებით ბავშვების) დაცვის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროებას.

პოლიტიკური რეფორმების პირველი პაკეტი წარდგენილი იქნა საზოგადოებრივი ნდობის ეროვნული საბჭოს სხდომაზე 2019 წლის ბოლოს. ყველა გადაწყვეტილება უკვე ამოქმედდა პრაქტიკაშიც. მიღებულია მიტინგების შესახებ კანონი, რომელმაც გააერთიანა და გაამარტივა მშვიდობიანი შეკრებების ორგანიზატორებისადმი წაყენებული მოთხოვნები. ყაზახეთი შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატიურ პროტოკოლს, რომლის მიზანია სიკვდილით დასჯის გაუქმება.

„მსმენელი სახელმწიფოს“ კონცეფცია

პრეზიდენტმა ტოკაევმა შესთავაზა „მსმენელი სახელმწიფოს“ კონცეფციის დანერგვა, რომელიც ახდენს ოპერატიულ და ეფექტურ რეაგირებას მოქალაქეების საჭიროებებზე.

კონცეფციის არსი მდგომარეობს ხელისუფლებისა და საზოგადოების მუდმივ დიალოგში, ეფექტურ უკუკავშირში, ხელისუფლების მიერ დაპირებების სავალდებულო შესრულებაში, მოქალაქეების ყველა მოთხოვნაზე ხელისუფლების დროულ და ეფექტურ რეაგირებაში, ყველაზე აქტუალური სახელმწიფოებრივი გამოწვევებისა და პრობლემების განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობაში.

კონცეფცია „სხვადასხვა აზრები – ერთიანი ერი“ მიმართულია მრავალპარტიულობის და პოლიტიკური კონკურენციის განვითარებასა და მშვიდობიანი შეკრებების კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, იგი ხედავს საკუთარ როლს მრავალპარტიულობის, პოლიტიკური კონკურენციის განვითარებასა და აზრთა პლურალიზმის ხელშეწყობაში.

„დემოკრატია უნდა ემსახურებოდეს განვითარებას და წინსვლას, და არა გაყოფას და დაშლას. ჩვენს ქვეყანაში სუფევს კანონი და წესრიგი ადამიანის უფლებების სრულყოფილი დაცვის საფუძველზე,“ – აცხადებს კასიმ–ჟომარტ ტოკაევი.

პოლიტიკური რეფორმების გარდა, განაზღვრული იქნა ახალი ეკონომკური კურსის პრინციპები: კერძო მეწარმეობის და კერძო კონკურენციის მოწინავე როლი, ბაზრების გახსნა ახალი თაობის მეწარმეებისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ინვესტიციები ახალი ტიპის შექმნაში, ეკონომიკის გამწვანება, გარემოს დაცვა და სხვა.

მიმდინარე წელს ყაზახეთი ზეიმობს მისი დამოუკიდებლობის 30 წლისთავს და ეს სიმბოლური თარიღი ემთხვევა ქვეყანაში პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესის აქტივიზაციას, რომლის მიზანია 2050 წლისთვის  მსოფლიოს ტოპ–50 ყველაზე განვითარებული ქვეყნებს შორის მოხვედრა.

„ქვეყანა შევიდა დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე, ხოლო თანამედროვე ყაზახური პარლამენტარიზმი აღწევს მის ოთხსაუკუნოვან ზღვარს. დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე განხორციელდება კომპლექსური რეფორმები. აუცილებელია, რომ ჩვენ, ჩვენი ძალისხმევების ფოკუსირება მოვახდინოთ ეფექტური სახელმწიფოს და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაზე. მთავარი პრიორიტეტია მოქალაქეების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და კეთილდღეობის გაზრდა“, – აცხადებს პრეზიდენტი ტოკაევი.

ნაზარბაევის მემკვიდრეობა

როგორც აღნიშნა გაერთიანებული ერების ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, „ნურსულთან ნაზარბაევი ტოვებს დიდ მემკვიდრეობას. მისი მმართველობის პერიოდში, იგი წინ აყენებდა მშვიდობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების საკითხებს არამხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში. იგი, ერთმნიშვნელოვნად, იყო ერთ–ერთი უდიდესი მსოფლიო ლიდერი. როდესაც მჭირდებოდა რჩევა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების, და სხვა გლობალურ საკითხებზე, მე ყოველთვის მივმართავდი მას რჩევისთვის“.

ნურსულთან ნაზარბაევი იყო ქვეყნის მეთაური 30 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში ყაზახეთი გახდა დამოუკიდებელი და მოწინავე მოთამაშე მსოფლიო ასპარეზზე, ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც განვითარებული და  საერთაშორისო თანასაზოგადოების მიერ აღიარებული სუვერენული სახელმწიფო.

ქვეყანაში სიღარიბის დონე ბოლო 20 წლის განმავლობაში შემცირდა 11–ჯერ. და თუ ადრე ყაზახეთი არსებპბდა, ძირითადად, გადამუშავების გარეშე ექსპორტზე გასაშვები ნედლი რესურსების მოპოვების ხარჯზე ეკონომიკის საბაზისო ინდუსტრიალიზაციის განხორციელების შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვან წილად შეიცვალა.

ყაზახეთი, სხვა სოციალურ რესპუბლიკებთან შედარებით, უფრო მეტად დაზარალდა სსრკ–ს დაშლისგან, ვინაიდან მისი მრეწველობა ძირითადად ეფუძნებოდა საბჭოური დაქვემდებარების საწარმოებზე.

დღეს, სიღარიბის ზღვარი ყაზახეთში არ აღემატება 4%–იან მაჩვენებელს, ხოლო უმუშევრობა შემცირდა 2,8 ჯერ. საბაზრო რეფორმები, ინდუსტრიალიზაცია, უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყნის ზრდისა და განვითარების ძირითადი განპირობებელი ფაქტორებია.

შეიძლება ითქვას, რომ ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც არც–ერთმა მეზობელ–ქვეყანამ ვერ მოახერხა სსრკ–ს დაშლის შემდეგ, – ეს არის პრივატიზაცია, გზის გახსნა მსხვილი ინვესტიციებისთვის.

ნაზარბაევის მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული დიდი რაოდენობის ბირთვულ იარაღზე უარის თქმა.

და მესამე – ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა შეძლო მის მეზობელ ქვეყნებთან ტერიტორიული ურთიერთობების დარეგულირება.

ყაზახეთში პოლიტიკური რეფორმების განხორციელება გახდება უმნიშვნელოვანესი ეტაპი ადამიანის უფლებების დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის სფეროებში ქვეყნის პროგრესის უზრუნველყოფაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *