სინოფარმის ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო
საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში, აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი.„სინოფარმი“ დამტკიცებულია უნგრეთში, არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/რეგისტრაციის ინსტრუქცია:https://fb.watch/4c2mI8hKtj/COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.