„მრგვალი მაგიდა“ თემაზე „მელანომას მკურნალობის ხელშეწყობა საქართველოში“
მძიმე დაავადების მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს
28 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო რუმსი თბილისის სივრცეში „ლოლიტა“ (მის. მ.კოსტავას 14) გაიმართება „მრგვალი მაგიდა“ თემაზე „მელანომას მკურნალობის ხელშეწყობა საქართველოში“. შეხვედრის ძირითად მიზანს დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, დაავადებასთან ბრძოლა, გამოცდილებისა დაცოდნისგაზიარება ,რეკომენდირებული სიახლების გაცნობა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწდომობა და დაფინანსების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებს ჩართულობა წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ წელს მსოფლიომ მაისი კანის კიბოს ცნობადობის გაზრდის თვედ გამოაცხადა და ამ მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში ეწყობა სემინარები, კონფერეციები, შეხვედრები ექიმებთან და პაციენტებთან და აშ.
მრგვალი მაგიდა, რომელიც „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიისონკოსაზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ისორგანიზებით ტარდება,მონაწილეობენ ონკოლოგებიდაონკოლოგიასთან მომიჯნავე სპეციალობის ექიმები, მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტები, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები და მედია. შეხვედრაზე ასევემოხდებაკლინიკურიშემთხვევებისპრეზენტაცია (დიაგნოსტიკური , მკურნალობა, მოსაზრებებიდაა.შ)
შეგახსენებთ, რომ მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა 21 მაისს პეტიცია შეიმუშავეს, რათა დროულად მოხდეს დაავადების სამკურნალო და მიზნებითი და იმუნოთერაპიის მედიკამენტების დაფინანსების//თანადაფინანსების პროგრამის შექმნა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. პეტიცია მიმართულია საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი.