თბილისის გულისა და სისხლძარღვთაკლინიკა – დიღმის სამედიცინო ცენტრი

5-6 ივნისს ჰიპერტენზიის სკრინინგსა და უფასო კონსულტაციზე გიწვევთ

5-6 ივნისს, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის„გაიზომე წნევა – #ამას შენთვის გეუბნები“ ფარგლებში, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა – დიღმის სამედიცინო ცენტრში ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გაიმართება.

ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მიმართოს აღნიშნულ კლინიკას, ჩაიტაროს ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი და პროფესიონალი კარდიოლოგებთან გაიაროს კონსულტაცია დაავადების პრევენციასა და სიმტომების გამოვლენის შემთხვევაში.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელხაზზე 322 515230/577 40 82 21 (ყოველდღე 10:00 საათიდან 18:30 საათამდე)

შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.

საერთაშორისო კამპანიის მიზანს  ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან  გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიულჰიპერტენზიაკარდიოვასკულურისიკვდილობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა. მაღალი წნევის განგარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრულირი სკ-ფაქტორებისდა დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბიწონა, კვებისთავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა-ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას „ჩუმმკვლელს“უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე,ჰიპერტენზიისაღმოჩენისერთადერთისაშუალებასახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *