გიორგი ამილახვარი და შალვა პაპუაშვილი ჩინეთის ელჩს, ლი იენს შეხვდნენ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და ჯგუფის წევრი შალვა პაპუაშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ლი იენს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ჩინეთის ელჩს ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკურ დონეზე, საგანმანათლებლო დონეზე, ვიმსჯელეთ ინვესტიციისა და ეკონომიკის საკითხებზე, ვისაუბრეთ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.