ყაზახეთის ელჩმა საქართველოში გამართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან

ყაზახეთის ელჩმა საქართველოში გამართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან➡️ 2021 წლის 22 ივნისს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა გამართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთ ვაჭრობის მდგომარეობა და მოცულობის ზრდის შესაძლებლობები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალი მიმართულებები, და ასევე საინვესტიციო პროექტების რეალიზების პერსპექტივები „მწვანე“ ეკონომიკის ფარგლებში. ამასთან ბ.მუხამეჯანოვმა აცნობა ნ.თურნავას იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს მოქმედებს „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“, რომელიც ახორციელებს საქართველოში ყაზახური კომპანიების სამართლებრივ, საინფორმაციო, მარკეტინგულ მხარდაჭერის უზრუნველყოფას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წელს ქ.თბილისში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მომდევნო სხდომის მომზადების საკითხებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *