განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 2021 წელს 4.2 პროცენტულ ზრდას უბრუნდება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების მოხსენებაში , რომელიც დღეს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ 2021 წელს 4.2 პროცენტიანი ზრდით, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის განვითარებადი ეკონომიკური სისტემების აღდგენა Covid-19 პანდემიის შემდეგ ტემპს იკრებს.
ეს არის 2021 წლისთვის აღმავალი ცვლილება 3,6 პროცენტიდან, რომელიც ბანკმა წინა ანგარიშში ივარაუდა, 2020 წლის ოქტომბერში. 2022 წლისთვის EBRD ელის შემდგომ გაფართოებას 3,9 პროცენტიანი ზრდით. ერთობლივი პროდუქტის შემცირებაც 2020 წელს ასევე უფრო ნაკლები იყო ნავარაუდევთან შედარებით (2,3 პროცენტი 3,9 პროცენტის ნაცვლად), გასული წლის ბოლოს ზოგადი ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების შედეგად, ძლიერი ექსპორტისა და ფისკალური მხარდაჭერის წყალობით.
EBRD–ის მთავარმა ეკონომისტმა ბეატა ჯავორციკმა აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ განახლებული პროგნოზები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, დიდ გაურკვევლობას იწვევს კოვიდის დელტა ვარიანტი, რაც განსაკუთრებით დიდ რისკებს უქმნის იმ ქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინაციის პროცესი შედარებით ნელია და ეკონომიკა დამოკიდებულია საერთაშორისო ტურიზმზე. 2020 წლის სურათი სხვადასხვაგვარია. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ევროპისა და ბალტიის რამოდენიმე ქვეყანას კარგი მაჩვენებელი ქონდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოწინავე ეკონომიკასთან შედარებით, საქონლის ექსპორტის საგრძნობი ზრდის წყალობით, ტურიზმზე ძლიერ დამოკიდებულმა ქვეყნებმა საგრძნობი ზარალი განიცადეს. ქვეყნები, რომლებიც პანდემიამდეც რთული რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგნენ, კოვიდ-19-ის დროს კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ.”
ვაქცინაციის პროგრამების მზარდმა გავრცელებამ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამ შესაძლებელი გახადა სოციალური დისტანცირების ზომებისა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. შედეგად, ეკონომიკა განახლდა, სამრეწველო წარმოება და საცალო ვაჭრობა ძირითადად აღდგა და ადამიანების საშუალო მობილობა იმ რეგიონებში, სადაც ბანკი ახორციელებს ინვესტიციებს, მეტწილად დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს.
სასაქონლო პროდუქციის უფრო მაღალმა ფასებმა გაზარდა საქონლის ექსპორტიორთა შემოსავლები, მაღალი იყო მოთხოვნა წარმოების ექსპორტზე. წარმოების ექსპორტიორები მოგებაში არიან დროებითი ცვლილების წყალობით – სერვისებიდან წარმოებისკენ.
თუმცა, საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი რჩება – მოგზაურობის ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული შეზღუდვების გამო და ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკა კვლავ რთულ ვითარებაშია. იმავდროულად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება კრიზისამდელი პერიოდის დონეს EBRD-ის რეგიონების უმეტეს ნაწილში.
საქონლის უფრო მაღალმა ფასებმა, წარმოებულ საქონელზე მოთხოვნილების გაზრდამ, ვალუტის გაუფასურებამ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში უფრო მეტმა ინფლაციამ განაპირობა ინფლაციის ზრდა EBRD–ის რეგიონებში (საშუალოდ 0,8 პროცენტული პუნქტით წინა პანდემიურ დონესთან შედარებით), შრომის ბაზრებზე შეფერხების მიუხედავად ბევრ ქვეყანაში.
ძირითადი ციფრები ასევე არ ასახავს მნიშვნელოვან განსხვავებებს კოვიდ-19-ის გავლენასთან დაკავშირებით ადამიანებზე, განსაკუთრებით რთული ის ახალგაზრდებისა და ნაკლები განათლებისა და შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის იყო.
გარდა ამისა, ფისკალური მოწყვლადობა გაიზარდა, რადგან მსხვილმა სტიმულირების პაკეტებმა EBRD–ის რეგიონებში საჯარო ვალი გაზარდა მშპ–ს საშუალო 11 პროცენტული პუნქტით. ბევრ ეკონომიკაში, ახლა საჯარო ვალი იმ დონეზეა, რაც ბოლოს 90-იანი წლების დასაწყისში, გარდამავალი რეცესიის დროს შეინიშნებოდა და შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ გაკოტრების პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია ფართო პოლიტიკული მხარდაჭერის გამო, მთავრობის მხარდაჭერის ზომების შეჩერების შემთხვევაში, მოწყვლადობა მოიმატებს.
პროფესორმა ჯავორციკმა დაამატა: „გასულ წელს ჩვენმა ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიეს ციფრული საქმიანობის მხრივ განსხვავების შემცირებაში, თუმცა, მაინც ხდება ისე, რომ უფრო მდიდარი ოჯახები, განათლებული პირები და ქალაქებში მცხოვრები ადამიანები უფრო ხშირად ყიდულობენ ონლაინ. ეს უფრო ხშირია ღარიბ ქვეყნებში.”
მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სესხის აღების ხარჯები საშუალო დაბალია და პროცენტების გადახდა სტაბილურია, ზოგიერთ ქვეყანაში შეინიშნებოდა პროცენტების გადახდის მკვეთრი ზრდა.
პროგნოზები ცვალებადია კოვიდ-19-ის გავრცელების, ასევე მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებული დაშვებებისა და მუდმივი ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად ქმედებების ეფექტურობის შესაბამისად. კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია აღდგენის ხელშეწყობაზე, მოკლედ აღწერილია EBRD-ის ანგარიშში „რეაგირება კორონავირუსზე 2021 წელს: უკეთესად აღდგენა” .
რეგიონული მიმოხილვა
ცენტრალურ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებში სამრეწველო წარმოება და გადამუშავების ექსპორტი განახლდა და სერვისები აღდგენის პროცესშია. 2021 წელს მოსალოდნელია პროდუქციის ზრდა 4.8 პროცენტით და 2022 წელს 4.6 პროცენტით, რაც ასახავს გაზრდილ საყოფაცხოვრებო მოხმარებას და ინვესტიციებს და ევროკავშირის აღდგენითი ფონდების მხარდაჭერას.
სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროკავშირში მშპ–ის ზრდა მოსალოდნელია 5,2 პროცენტით 2021 წელს და 5 პროცენტით 2022 წელს, რადგან ფისკალური მხარდაჭერა და ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პერსპექტივები მომდევნო წლებში ინვესტორებისა და მომხმარებელთა ნდობას ზრდის. თუმცა, ტურიზმის გარშემო არსებული გაურკვევლობა გავლენას ახდენს პერსპექტივაზე.
2021 წელს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მოსალოდნელია საერთო პროდუქტის 5.1 პროცენტით ზრდა, რაც ასახავს ამ წლის გასავალს და მდგრად ფისკალურ სტიმულის შედეგს. თუმცა, სამოგზაურო შეზღუდვების გარშემო არსებული გაურკვევლობა ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკის პერსპექტივაზე აისახება. 2022 წელს ზრდის დარეგულირება მოსალოდნელია 3.8 პროცენტამდე.
რუსეთში მოსალოდნელია პროდუქციის ზრდა 3,3 პროცენტით 2021 წელს და 3 პროცენტით 2022 წელს, რადგან საქმიანობის შეზღუდვის შემსუბუქება ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის აღდგენას. სასაქონლო ფასების მაღალი ზრდა, ნაწილობრივ, ანაზღაურდება უფრო ნეიტრალური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის პოზიციით.
აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, 2021 წელს, ეკონომიკის ზრდა მოსალოდნელია 2.8 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 3 პროცენტით, რადგან ლოკდაუნი მოხსნილია და ექსპორტზე მოთხოვნა კვლავ ძლიერია. საქონლის მაღალი ფასები ხელს უწყობს საქონლის ექსპორტიორების აღდგენას.
შუა აზიისთვის ასევე შეიცვალა პროგნოზი, თუმცა აღდგენა ერთგვაროვანი არ არის. 2021 და 2022 წლებში რეგიონის ზრდა 4,5 პროცენტით არის მოსალოდნელი, რაც ასახავს მაღალ სასაქონლო ფასებს, რასაც სარგებელი მოაქვს საქონლის ექსპორტიორებისა და ასევე ფულადი გზავნილების აღდგენის თვალსაზრისით.
თურქეთის ეკონომიკა 2021 წელს 5,5 პროცენტით გაიზრდება და 2022 წელს 4 პროცენტით, რასაც ექსპორტი უწყობს ხელს, თუმცა, შიდა მოთხოვნა კვლავ შეზღუდულია არსებული ზომების ზემოქმედების და ოჯახების შესუსტებული ფინანსური მდგომარეობის გამო.
სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ ნაწარმი გაიზრდება 3,5 პროცენტით 2021 წელს, თუმცა აღდგენის ტემპი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით ტურიზმის ნელი აღდგენის, მზარდი ფისკალურ ზეწოლის და პოლიტიკურ გაურკვევლობის შედეგად. 2022 წელს მოსალოდნელია 4.6 პროცენტამდე ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმები, უცხოური ინვესტიციების აღდგენა და სავაჭრო ნაკადები.