დავით ნარმანიამ სემეკის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის 2020-2021 წლების საქმიანობის  შესახებ ონლაინ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ მონაწილეები, სტუდენტები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.  

დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის, ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის, სატარიფო პოლიტიკის, 2020 წლისძირითადი მოვლენების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, კომუნალური სერვისების ხარისხის, საერთაშორისო ურთიერთობების,  კომისიის საქმიანობის გამჭირვალობისა დაანგარიშვალდებულების შესახებ.

„ჩვენი მიზანია, რომ ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური და დროული ინფორმირება. სემეკმა შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში შეიმუშავა და მიიღო ყველა საჭირო ნორმატიული აქტი, რამაც ხელი შეუწყო რიგი სიახლეების ამოქმედებასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. 2020 წელს, მრავალი გამოწვევისა და კრიზისული სიტუაციის  მიუხედავად, კომისია მთელი წლის მანძილზე აქტიურად ახორციელებდა საქმიანობას და მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *