ყაზახეთსა და საქართველოს სათხილამურო კურორტებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი
29 ივნისს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს შუამდგომლობით გაიმართა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია შპპ “Chimbulak Development”-სა და შპს “Mountain Trаil Agency”-სშორის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შპპ “Chimbulak Development”-ის გენერალურმა დირექტორმა რინატ აბდრახმანოვმა და “Mountain Trail Agency”-ის დირექტორმა ირაკლი ჭირკაძემ.
დოკუმენტის მიზანია ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარება ყაზახურ „შიმბულაკსა“ და გუდაური, ბაკურიანი, მესტია და გოდერძის სამთო კურორტებს შორის, და ასევე გამოცდილების გაცვლა სამთო კურორტების მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში.