ჩინეთის საელჩო ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ჩინეთის საელჩო საქართველოში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილეს ვირტუალურად აღნიშნავს.

图片

საიუბილეო გამოფენა და მილოცვები ვებ გვერდზე cn.ge გამოქვეყნდა.

მისალოცი მიმართვები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იენმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

ლი იენი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

„ხალხის ბედნიერება და ერის აღორძინება ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავდაპირველი მისიაა, ამ ძირითად წესს მმართველი პარტია ასი წლის მანძილზე ყოველთვის იცავდა. პარტიის ცენტრალური კომიტეტის სათავეში მყოფი ამხანაგი სი ძინფინგის ხელმძღვანელობითა და ეროვნული აღორძინების დიადი სურვილით აღსავსე ჩინელი ხალხი, ყოველმხრივ დოვლათიანი, თანამედროვე და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შექმნის მიზნისკენ სწრაფვას გააგრძელებს. ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან ერთად ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლას, ორი ქვეყნის, ორი ხალხის საკეთილდღეოდ“.

ირაკლი კობახიძე – პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

„საქართველოს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და მის ხალხს ვულოცავ მმართველი პარტიის 100 წლის იუბილეს. პარტიის ძალისხმევით ჩინეთმა მიაღწია უდიდეს პროგრესს, რომელსაც მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ორი ქვეყნის, ორი ხალხის საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაღრმავდება“.

ვებ გვერდზე cn.ge მომხმარებელი იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას, ჩინეთის პოზიციების შესახებ ინფორმაციას და ამ დღისადმი შექმნილ ვიქტორინას იხილავს, რში გამარჯვებულებიც ჩინეთის საელჩოსგან სპეციალურ პრიზებს მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *