საქართველოში მომხმარებლებზე მობილური საბანკო ტროიანის შეტევები მნიშვნელოვნად შემცირდა
საქართველოში, 2021 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლების 0,02%-მა განოცადა მობილური საბანკო ტროიანის შეტევა, სომხეთში – 0,04%-მა და აზერბაიჯანში 0,02%-მა. 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მომხმარებელთა 0,04% დაექვემდებარა მობილური საბანკო ტროიანის შეტევებს, სომხეთში მომხმარებელთა 0,07% -მა დაარეგისტრირა ასეთი შეტევები თავიანთ მოწყობილობებზე, ხოლო აზერბაიჯანში 0,06%-მა.
ამას მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს მასშტაბით 2021 წლის პირველ კვარტალში იაპონია პირველ ადგილზე იყო იმ მომხმარებელთა წილით, რომლებსაც თავს დაესხნენ საბანკო ტროიანები (1,59%), მეორე ადგილზე იყო თურქეთი (0.67%), ხოლო მესამე ადგილზე – გერმანია (0,40%). ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა საბანკო ტროიანების 25314 საინსტალაციო პაკეტი, რაც 2020 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელზე 8 528-ით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე – 16801-ით.
ექსპერტების აზრით, საბანკო ტროიანით ინფიცირებული მობილური მოწყობილობები ამ მავნე პროგრამების შემქმნელებს გადასცემენ მომხმარებლების საბანკო ბარათებისა და პროგრამების მონაცემებს. ამისათვის ისინი მომხმარებლის საბანკო განაცხადის ინტერფეისს გადაფარავენ საკუთარით, ხოლო მომხმარებელს თავისი საბანკო მონაცემები შეჰყავს ტროას ინტერფეისში, რის შემდეგაც ხდება ამ მონაცემების გადაცემა კიბერდამნაშავეებისათვის. ამ ტროიანებს ასევე შეუძლიათ გადამოწმების კოდების საშუალებით საბანკო SMS-ების მიტაცებაც. კიბერ უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვის გარდა, მომხმარებლებმა თავიანთ მობილურ მოწყობილობაზე უნდა დააინსტალირონ საიმედო ანტივირუსი, რაც ხელს შეუშლის მათ გადასვლას ტროიანულ ან სხვა მავნე საიტებზე.