სემეკი: „თელმიკოს“ მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაკორექტირდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართაარაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც მოითხოვეს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის სემეკის მიერშესწავლა.
კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა.
სემეკში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა და ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში,მოქალაქეებს დაუკორექტირდებათგადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე.
კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. მოკვლევის შედეგად ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სემეკი კომპანიის მიმართ იმოქმედებსმკაცრი, კანონშესაბამისი ზომებით. აქვე, კომისია „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე.
კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაშიდაუკავშირდნენ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან). ასევე, მოქალაქეებს სემეკთან დაკავშირება შეუძლიათ სოციალურ ქსელში – www.facebook.com.gnerc.