კომპანია „სერვიეს“სკრინინგის აქციაში,ივნისის თვის ფარგლებში1000-მდე ადამიანმა მიიღო სრულად უფასო სამედიცინო დახმარება
ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამას შენთვის გეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები ივლისშიც გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ სკრინინგის აქციაში, ივნისისთვის ფარგლებში 1000-მდე ადამიანმა მიიღო სრულად უფასო სამედიცინო დახმარება წამყვან სპეციალისტებთან კლინიკებში:თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, კლინიკა გული, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, TIM-თბილისის მედიცინის ინსტიტუტი, „ღიაგული“ მე-5 კლინიკური საავადმყოფო და თბილისის გულისცენტრი.
ყველამ სურველს შესაძლებლობა ჰქონდა აღნიშნული კლინიკების თვის მიემართა, გაევლო კონსულტაცია პროფესიონალი კარდიოლოგებთან და დაავადების პრევენციასა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩაეტარებინა შესაბამისიკვლევა.
შეგახსენებთ, რომ გლობალურიკამპანიასახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება. კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 1000-ზე მეტმა პაციენტმა.
საერთაშორისო კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვას კულური სიკვდილობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა. მაღალი წნევის განგარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბიწონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება,წნევის მატებას უწყობ სხელს.განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა-ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა. ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მას „ჩუმ მკვლელს“უწოდებენ, რადგანპრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმაარცკიიცისრომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთის აშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები. ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს დაავადების