ლიეტუვის მთავრობის მიერ საქართველოსათვის უსასყიდლოდ გადმოცემული ვაქსზევრიას (ასტრაზენეკას) ვაქცინის 15,000 დოზა ჩამოვიდა

2021 წლის 24 ივლისს, შაბათს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვის მთავრობის მიერ საქართველოსათვის უსასყიდლოდ გადმოცემული ვაქსზევრიას (ასტრაზენეკას) ვაქცინის 15,000 დოზა ჩამოვიდა. აეროპორტში ტვირთი მიიღეს საქართველოში ლიეტუვის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, საულიუს ვალაინისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.COVID 19 პანდემიის გლობალური ხასიათის გათვალისწინებით და იმის გააზრებით, რომ პარტნიორებმა და მეგობარმა ქვეყნებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ამ პანდემიის გამოწვევების გადალახვაში, ლიეტუვამ აიღო ვალდებულება აჩუქოს 200,000 დოზა ვაქცინა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეებს მათი მოსახლეობის ზომის შესაბამისად. ინფორმაცია ვაქცინების გადმოცემის შესახებ 2021 წლის მაისის შუა რიცხვებში გამოაცხადეს ლიეტუვის პრემიერ მინისტრმა, ქალბატონმა ინგრიდა შიმონიტემ და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *