ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ამონაწერის აღება კახეთში 70, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს

ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭალეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.  2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. 

კახეთის რეგიონში რეგისტრაცია მიმდინარეობს თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სულ 70 ლოკაციაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროცესი მომავალ კვირიდან დაიწყება.

მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა.

კახეთის რეგიონში, ჯამში, უკვე დარეგისტრირებულია 24 ათასამდე მევენახე-ფერმერი, აქედან 9 ათასამდე მიმდინარე წელს. რაჭა ლეჩხუმის რეგიონში რეგისტრაციის პროცესი 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი მევენახე ფერმერი.

ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *