სემეკმა „თელმიკო“ 75 000 ლარით, ხოლო „თელასი“ 50 000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 12 აგვისტოს საჯარო სხდომაზეგანიხილა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ დაჯარიმების საკითხი.გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ – 50 000 ლარით დაჯარიმდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დაჯარიმების მიზეზია ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები.
სემეკმა კომპანიებს განუსაზღვრა ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად.ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება.
სემეკსსაჩივრით მიმართა არაერთმა მოქალაქემშპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „თელასის“ მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ.საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა დ გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად.
2019 წლის 27 დეკემბერს მიღებული საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, 2020 წლის 21 აპრილის საქართველოს მთავრობის N246 დადგენილების „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ და არაერთი ნორმატიული აქტის შესაბამისად,ელექტროენერგიის ბაზარზე მიმდინარე, დაგეგმილ და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ბაზარის ყველა სუბიექტი.
რეფორმის ფარგლებში საქმიანობის გაყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სს „თელასს“დაევალა2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობითხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან,შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილების შესაბამისად დაეკისრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება.
სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, რომზედმიწევნითგანახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისიაკვლავ იმსჯელებსკანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.