სიმბოლური საჩუქარი სახელმწიფო სტრუქტურებს – “ყველაფერი ჩვენს ხელშია”
რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების სახელით საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა თბილისის მერიაში, თბილისის საკრებულოში, კანცელარიაში, პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროში სიმბოლური გზავნილები მიიღეს, რაც ერთგვარი შემახსენებელია იმისა, თუ რა მოუტანა ამ ვერაგმა დაავადებამ თითოეულ მათგანს.
ეს ხელი არარის უბრალოდ სკულპტურა, ეს ერთ-ერთი რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტის ხელია, რომელიც ნათლად გამოხატავს თუ როგორ აზიანებს დაავადება სახსრებს, როგორ იჭრება ის მათ სხეულში და იმორჩილებს, როგორ შეუძლია შრომისუნარიანი ადამიანები მიაჯაჭვოს ეტლს.
ეს იქნება ინვიდუალური გზავნილები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, თუ რამდენად რთულია რევმატოიდულ ართრიტთან ერთად ცხოვრება, როცა სახსრები არ გემორჩილება. პაციენტებისსურვილიასახელმწიფოს მიაწოდონმნიშვნელოვანიგზავნილი, რომ “ყველაფერიჩვენსხელშია” და მკურნალობის შედეგად, მათი ცხოვრების და შრომისუნარიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ისინი შეძლებენ დარჩნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად.
პაციენტების მთავარი თხოვნაა, რომ რევმატოიდული ართრიტის ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობა დაფინანსდეს 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამი სფარგლებში!
ინფორმაცია დაავადების შესახებ
ართრიტი – არის სახსრების მწვავე ანთებითი დაავადება, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში არა მხოლოდ სახსრების ტკივილს არამედ, უუნარობასა და ინვალიდობას იწვევს.
რევმატოიდულიართრიტი, სისტემურიაუტოიმუნურიდაავადება, ხასიათდებასახსრებისქრონიკულიანთებით. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულია მსოფლიო პოპულაციის 1 %. ამ დაავადების დიაგნოსტირება დაფუძნებულია, როგორც კლინიკურ კრიტერიუმებზე ისე ლაბორატორიულ გამოკვლევებზე.რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწა ზეყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში. რევმატოიდულმაართრიტმაშეიძლებადააზიანოსყველასახსარი, მაგრამუმეტესადზიანდებახელის, ფეხისდამაჯისსახსრები. სახსრებისპროგრესირებად შეუქცევად დაზიანებასთან სდევს შრომისუნარისთან და დანობითი დაქვეითებადა დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზეასვლა, საჭმლის მომზადება დაა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.