მობილური მავნე პროგრამების შეტევები საქართველოში თითქმის სამჯერ შემცირდა

2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოშიმობილური მავნე პროგრამები თავს დაესხნენ მომხმარებლების 0,75% -ს, სომხეთში–1,05%-ს, ხოლო აზერბაიჯანელი მომხმარებლების 3,00% -ს.  2020 წლის აპრილ -ივნისში ეს მაჩვენებლები  საქართველოში ადგენდა  2,08%-ს , სომხეთში – 2,00%-ს,   ხოლო აზერბაიჯანში მსგავსი ტიპის შეტევებს დაექვემდებარა  მომხმარებელთა  3,37%.

მიმდინარე წლის აპრილ -ივნისში„კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემებით, მობილური მავნე პროგრამებით თავდასხმების ყველაზე დიდი წილი დაფიქსირდა ირანში–23,79%, საუდის არაბეთში– 23,09%და ჩინეთში – 18,97%.

2021 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ აღმოაჩინა 886105 მავნე ინსტალაციის პაკეტი, რაც 565555 პაკეტით ნაკლებია წინა კვარტალთან შედარებით და 359 789 ნაკლები 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.

ექსპერტების მიერ რეკომენდებული დამცავი ზომები ასეთი პროგრამების წინააღმდეგ მოიცავს პროგრამების მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოტვირთვას და მოწყობილობის პარამეტრებში მესამე მხარის წყაროებიდან პროგრამების დაყენების შესაძლებლობის გაუქმებას, ასევე სისტემისა და პროგრამების მუდმივად განახლებას უახლესი ვერსიებით. მიზანშეწონილია არ გადახვიდეთ  საეჭვო ბმულებზე  და არ გახსნათ საეჭვო ფაილები SMS- ში, ელ.ფოსტაში, მყისიერ მესინჯერებში, სოციალურ ქსელებსა და ბრაუზერებში. მაგრამ თუ მობილურ მოწყობილობაზე არ არის დამონტაჟებული  საიმედო ანტივირუსი,  ეს დამცავი ზომები ვერ უზრუნველყოფენ   სრულყოფილ დაცვას.

ეს საინფორმაციო სტატია სარეკლამო ხასიათის არ არის და შეიცავს მხოლოდ საქართველოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *