არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ახალი ანგარიშის თანახმად, განათლებაზე წვდომის რისკის ინდექსის თანახმად, საქართველო 100 ყველაზე მოწყვლად ქვეყანას შორისაა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ახალი ანგარიშის თანახმად, განათლებაზე წვდომის რისკის ინდექსის თანახმად, საქართველო 100 ყველაზე მოწყვლად ქვეყანას შორისაა.

2021 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ახალი ანგარიში „უკეთესი განვითარებისათვის – მსოფლიო საზოგადოების როლი კრიზისის დროს განათლების უფლების უზრუნველსაყოფად“ . დოკუმენტში ასახული განათლებაზე წვდომის რისკის ინდექსის მონაცემებით, საქართველო 100 ყველაზე მოწყვლად ქვეყანას შორისაა.

2021წლის8 სექტემბერი,თბილისი

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „Save the Children” („გადავარჩინოთ ბავშვები“) ანგარიში მიმოიხილავს მსოფლიო მასშტაბით განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს. გარდა ამისა, ორგანიზაციამ შეიმუშავა „განათლებაზე წვდომის რისკის ინდექსი“, რომელიც აფასებს სახელმწიფოების სასკოლო სისტემების მზაობას, სწორად გაუმკლავდნენ სხვადასხვა ტიპის კრიზისს.

ანგარიშის თანახმად, Covid-19-ს პანდემიამდეც კი განათლების სისტემა კრიზისში იყო – ყოველი მეექვსე ბავშვი (258 მილიონი მსოფლიო მასშტაბით) სკოლის მიღმა იყო დარჩენილი. აღნიშნული მაჩვენებელი არანაკლებ მძიმეა საქართველოსთვისაც – ოფიციალური მონაცემებით, 10 400 ბავშვს მოსწავლის სტატუსი არასოდეს ჰქონია. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სკოლასი მიღებული განათლების ხარისხიც – ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” PISA 2018 წლის შედეგების თანახმად, საქართველომ მონაწილე 79  ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა.ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს, ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებდა.

პანდემიამ მსოფლიოსა და საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემის კრიზისი მეტად დაამძიმა. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში ყოველ მეექვსე სასკოლო ასაკის ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, COVID-19-ით გამოწვეული სკოლების დახურვა და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა განსაკუთრებით მძიმედ აისახა დაბალშემოსავლიან ოჯახებში, მაღალმთიან თუ სოფლად მცხოვრებ ბავშვებზე. შედეგად, “Save the Children”-ის კვლევის შედეგების თანახმად, განათლებაზე წვდომის რისკის ინდექსის მონაცემებით, საქართველო 100 ყველაზე მოწყვლად ქვეყანას შორისაა.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, „Save the Children” მსოფლიო ლიდერებსა და მათ შორის, საქართველოს, მოუწოდებს, გაითვალისწინოს შემდეგი 8-პუნქტიანი გეგმა:

  1. COVID-19-ის პანდემიამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა: სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხო დაბრუნება სკოლებში და მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა;
  2. მზაობა და პროაქტიული მოქმედება: ყველა სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის მზაობას სამომავლო კრიზისების მიმართ;
  3. სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მხარდაჭერა: სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სკოლის მიღმა დარჩენილ და დისკრიმინირებულ ბავშვებს აქვთ წვდომა უსაფრთხო და ხარისხიან განათლებაზე;
  4. სწავლების პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა: სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა ბავშვები დაცულნი იყვნენ ძალადობის ყველა ფორმისა და კლიმატის ცვლილების შედეგებისაგან;
  5. დაფინანსების ზრდა და ადაპტირება: სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეავსონ განათლების სისტემის ბიუჯეტის დეფიციტი და დაფინანსების ფორმების შემუშავებისას გაითვალისწინონ სამომავლო კრიზისების შესაძლებლობა;
  6. მონაცემების სწორი შეგროვება: სახელმწიფოებმა უნდა შეაგროვონ განათლების სისტემასთან დაკავშირებული მონაცემები, რაც მათ პოლიტიკის სწორად დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
  7. ფოკუსირება თანასწორობასა და ბავშვთა მონაწილეობაზე: პოლიტიკის შემუშავების, დანერგვისა და შეფასებისას, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა მისწვდნენ ყველაზე მოწყვლად, გარიყულ და დისკრიმინირებულ ბავშვებს.
  8. ძალაუფლების დაყოფა: სახელმწიფოებმა განათლების სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ხელი უნდა შეუწყონ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ბავშვების ჩართულობას.

ანგარიშის ინგლისურენოვანი ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: shorturl.at/hyKTZ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *