„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ“ და „ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ“ და „ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

შეხვედრის ფარგლებში BCAGC-ის პრეზიდენტმა – ბ. დარპან პრაშერმა, ვიცე პრეზიდენტმა – ბ. დავით ცირდავამ და ფოთის თიზ-ის დირექტორმა ბ. დავით ებრალიძემ განიხილეს უცხოელი ინვესტორებისა და ფონდებისთვის საინტერესო საინვესტიციოს პროექტები.

„ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ“ დიდი ინტერესი გამოთქვა ინდოეთის მასშტაბური ბაზრის ათვისების მიმართ. აგრეთვე, მან სრული მზაობა გამოხატა BCAGC-ის მხარდასაჭერად, რათა შემოდგომას ჩატარდეს მასშტაბური ბიზნესფორუმი საქართველოში, რომელსაც დაესწრება 150 ინდური კომპანია. ვიმედოვნებთ, რომ ეპიდსიტუაცია არ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი გამოფენის ორგანიზებისას.

აქვე შეგახსენებთ, რომ BCAGC-ის დახმარებით, „კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია“ სულ მალე სწორედ ინდოეთში შეიტანს უმაღლესი ხარისხის ქართულ ღვინოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *