15-დან 30 სექტემბრის ჩათვლით ადგილობრივი მიკრო და მცირე მეწარმეები, საკუთარ პროდუქციას გლდანი მოლში წარმოადგენენ
საქართველოს მეწარმეთა კავშირი გამოფენა-გაყიდვების აქტიურ ღონისძიებებს განაგრძობს. ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზის შემდეგ, საგამოფენო სივრცეს მეწარმეებს გლდანი მოლი – Gldani Mall-ი, დაუთმობს.
მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელის გოგა ციცქიშვილის ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვაში ,,გაიცანი ქართული“ მონაწილეობას 30 მცირე მეწარმე მიიღებს. გაიმართება ადგილობრივად წარმოებული საკვები პროდუქტების, ჩაისა, ალკოჰოლური სასმელების, ხელითნაკეთი ნივთები,აქსესუარები, დეკორი და სამოსი გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენა-გაყიდვა გაიმართება გლდანი მოლი – Gldani Mall-ში, +2 სართულზე 11:00-დან 20:00 საათამდე. ღონისძიებას წაახალისებს მზესუმზირა სნუპი • snupi.
,,გამოფენა-გაყიდვების მიმართულება ივლისიდან განვაახლეთ. პანდემიის გამო თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში შეზღუდული ვიყავით. პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა მცირე და საშუალო მეწარმეებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათ სწორედ გამოფენა-გაყიდვებით დავეხმაროთ. ეს პანდემიისგან მიყენებული დანაკარგის აღდგენას საგრძნობლად შეუწყობს ხელს, პანდემიამდეც მათი ძირითადი შემოსავლები ამაზე იყო დიდწილად დამოკდიებული. პარალელურად ვმუშაობთ, რომ ონლაინ გაყიდვების მიმართულება გავაძლიეროთ, რა მიზნითაც შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც მალე სატესტო რეჟმში ჩაეშვება. ჩვენი მომსახურების მიზანია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა დანაკარგების აღდგენა და განვითარება შეძლონ. თითოეული შენაძენით,თქვენ ხელს შეუწყობთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, – ამბობს გოგა ციცქიშვილი.
მისი თქმით, გამოფენაზე მაქსიმალურად იქნება დაცული ჯანდაცვის რეკომენდაციები, მათ შორის, პირბადეების, სოციალურ დისტანციასა და დეზინფექციასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, 28 და 29 აგვისტოს ადგილობრივი მიკრო და მცირე მეწარმეები გამოფენა-გაყიდვა ჩაატარეს ჰუალინგ პლაზაში, ჰიპერმარკეტ Mihouse • მიჰაუსი -ს ფოიეში. იხილეთ ვიდეო