აზერი-ჩირაგ-გუნაშლი 4 მილიონი ბარელინავთობის წარმოებას აღნიშნავს
- პროექტს დიდისარგებლი მოაქვს აზერბაიჯანისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული მხარისთვის
- ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა საბადოს 27 წლის იუბილესდამდეგს
- კიდევ ერთი წარმატების ამსახველიგვერდი დაემატა მსოფლიო დონის საბადოს მუშაობის შესანიშნავ ამბავს,რომელიცარაჩვეულებრივი თანამშრომლობის და უსაფრთხოების, საიმედოობის და მაღალი გერმოსდაცვითისტანდარტებით მუშაობის შესახებ მოგვითხრობს
ბი-პიაზერი-ჩირაგ-გუნაშლის ნავთობის საბადოს ოპერატორია.პროექტშიმისი პარტნიორები არიან – SOCAR, MOL, INPEX, Equinor, ExxonMobil, TPAO, ITOCHU, ONGC Videsh Limited (OVL). მათი სახელით ბი-პი სიამაყით აცხადებს, რომ 2021 წლის 18 სექტემბერს საბადომ 4 მილიარდი ბარელი ნავთობი აწარმოა.
საბადოდან წარმოებული 4 მილიარდი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენის)საშუალებით განხორციელდა. ნავთობიბაქოს ახლოს მდებარე სანგჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდა.
ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონალურმა პრეზიდენტმა, ბატონმა გარი ჯონსმა განაცხადა: ‘ეს უდიდესი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზერი-ჩირაგ-გუნაშლიმსოფლიო დონის საბადოა.როგორც მისი ოპერატორი, ჩვენ ვამაყობთ საბადოს შესანიშნავი მუშაობის ისტორიით, რაც კიდევ მრავალ ათწლეულს გაგრძელდება. 1997 წლის 7 ნოემბერს საბადომ წარმოებაჩირაგის პლატფორმიდან დაიწყო. მას შემდეგ ჩირაგის ისტორია გრძელდება. ახლა კი, 24 წლის შემდეგ, რაც მას 7 ახალი თანამდეროვე პლატფორმა მიემატა, ისტორიული ჩირაგი ისევ მნიშვნელოვან როლს ასრულებსაზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან პროდუქციის უსაფრთხოდ, ეფექტურად ად საიმოდოდ წარმოებაში.
დღეს აზერბაიჯანი აღნიშნავს‘საუკუნის კონტრაქტის’ ხელმოწერის 27 წლისთავს და ეს მნიშვნელოვანი დღე აზერბაიჯანის ახალ ისტორიაშიმენავთობის დღეა.აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან წარმოებული 4 მილიარდი ბარელი ნავთობიკი ამ დღესასწაულისთვისშესანიშნავი ძღვენია.აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადომ ნავთობის წარმოების, ქვეყნისთვის და აქციონერებისთვის მოტანილი სარგებელის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნისგარდა,ხელი შეუწყო კასპიის რეგიონის მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ენერგომწარმოებლად და ტექნოლოგიურადნავთობის და გაზის განვითარების მოწინავე რეგიონად ჩამოყალიბებას. როგორც ოპერატორი ჩვენ ერთგულად ვმუშაობთ მთავრობასთან, სოკართან და ყველა სხვაბიზნესპარტნიორთან, რათა აზერი-ჩირაგ-გუნაშლიმქვეყნის განვითარებაშიმნიშვნლოვანი წვლილიშეიტანოსშემდეგი სამი ათწლეულის მანძილზე.
ფაქტები აზერი-ჩირაგ-გუნაშლის შესახებ
- პირველადაზერი-ჩირაგ-გუნაშლის პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 1994 წლის 20 სექტემბერს მოეწერა. დღემდე საბადოს განვითარებაში დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
- 2017 წელს აზერი-ჩირაგ-გუნაშლის პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება 2049 წლის ბოლომდე გაგრძელდა.
- დღესდღეობით აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოს რვა პლატფორმა აქვს – ექვსი საწარმოო და ორი საპროცესო, გაზის საკომპრესორო, წყლის ინიექციის და მომსახურების პლატფორმები. საბადოს შემდგომი განვითარების პროექტი – აზერის ცენტრალური აღმოსავლეთი(ACE) – ამჟამად მშენებლობის ფაზაშია და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პირველი ნავთობის მიღება 2023 წელს არის მოსალოდნელი.
- პლატფორმები ნავთობს და გაზსბაქოს ახლოს ხმელეთზე მდებარე სანგაჩალის ტერმინალს აწვდიან, რომელიც მსოფლიოში ნავთობის და გაზის უდიდესიტერმინალია.