ტროიანელი კირიპტოგრაფები საქართველოს მომხმარებლებს ორჯერ ნაკლებად უტევენ
2021 წლის მეორე კვარტალში ტროიან-კრიპტოგრაფები თავს დაესხნენ საქართველოში კომპიუტერის მომხმარებელთა 0,10% -ს, სომხეთში 0, 26% -ს, აზერბაიჯანში კი ამ მაჩვენებელმა 0,23%-ი შეადგინა.
2020 წლის აპრილ-ივნისში საქართველოში მომხმარებელთა 0,23% -ს შეექმნა ტროიან-კრიპტოგრაფთა თავდასხმებისაგან გამოწვეული პრობლემები, სომხეთში – 0,36%-ს, ხოლო აზერბაიჯანში – 0,33%. ამას მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2021 წლის მეორე კვარტალში ეს მავნე პროგრამები ყველაზე მეტად თავს დაესხნენ მომხმარებლებს ბანგლადეშში (1, 85%), ეთიოპიასა (0,51%) და ჩინეთში (0,49%).
2021 წლის მეორე კვარტალში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინეს ტროიან-კრიპტოგრაფთა 14 ახალი ოჯახი და ამ ტიპის მავნე პროგრამების 3905 ახალი მოდიფიკაცია, 4406 ახალი მოდიფიკაცია კი – აღმოჩენილი იქნა ერთი წლით ადრე.
თითქმის ყველა კრიპტოგრაფიული ინფიცირება ერთი და იმავე სქემით ხდება: მომხმარებელი ან ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელი იღებს წერილს მავნე პროგრამით. მიმღები, რომელიც ვერ აღიქვამს საფრთხესახდენს მავნე პროგრამის ინსტალირებას. ინსტალაციის შემდეგ ეს მავნე პროგრამა იყენებს ოპერაციულ სისტემებში ან სხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულ დაუცველობებს (ხშირად ისეთს, რომელიც კარგა ხანია ცნობილია) და შიფრავს მონაცემებს. ზოგჯერ (ისევ ცნობილი დაუცველობების გამო) ის ვრცელდება ორგანიზაციის ლოკალურ ქსელში არსებულ ყველა კომპიუტერზე. ტროიან-კრიპტოგრაფებით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები გვირჩევენ პროგრამული უზრუნველყოფის, უპირველეს ყოვლისა, ოპერაციული სისტემების განახლებას, ყველა კომპიუტერზეუსაფრთხოების გადაწყვეტილებების გამოყენებით, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს როგორც ცნობილ, ასევე უცნობ ტროიანელ-კრიპტოგრაფს. კომპანიის თანამშრომლებმა ასევე უნდა გაიარონ ტრენინგები, რათა შეისწავლონ სოციალური ინჟინერიის ის მეთოდები, რომელსაც იყენებენ გამოძალველები. ამ მეთოდების ცოდნა მათ დაეხმარება თავი დაიცვან მავნებლებისაგან.
იმ მომხმარებლებს, რომლებიც გახდნენ ტროიანელი კრიპტოგრაფების მსხვერპლი ვურჩევთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაიხადონ გამოსასყიდი ფაილების გაშიფვრისათვის, ვინაიდან ეს არ იძლევა იმის გარანტიას რომ თქვენ დაგიბრუნდებათ ფაილებზე წვდომა. მაგრამ ის აუცილებლად დაეხმარება თავდამსხმელებს, მავნე პროგრამის გაფართოებაში. ასევე აუცილებელია, რომ ინციდენტის შესახებ შეატყობინონ სამართალდამცავ ორგანოებს, შეეცადონ მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროგრამა დაესხა თავს მოწყობილობას, ან დაუკავშირდნენ ექსპერტებს: შესაძლოა უტილიტა, რომელიც იძლევა ფაილების გაშიფვრის საშუალებასუკვეარსებობს და უსაფრთხოების სპეციალისტები შესძლებენ აღადგინონ წვდომა დოკუმენტებთან.
ეს საინფორმაციო სტატია სარეკლამო ხასიათის არ არის და შეიცავს მხოლოდ საქართველოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს