Visa-ს ხელშეწყობით, მსოფლიო მასშტაბით 16 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესი უკვე გაციფრულებულია, ხოლო მიზანი – 50 მილიონ

Visa-ს ახალი კვლევები აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული შესაძლებლობები მცირე და მიკრო ბიზნესის კონკურენტუნარიანობისთვის პოსტ-პანდემიურ სამყაროში

მეწარმეობის რეკორდული ზრდის ფონზე გაჩნდება ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მცირე საწარმოების ახალიკლასი

თბილისი, საქართველო – 2021 წლის 21 სექტემბერი Visa-მ(NYSE: V)დღეს გამოაცხადა, რომ ხელი შეუწყო დაახლოებით 16 მილიონი მცირე და მიკრო საწარმოების ციფრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას მსოფლიოს მასშტაბით, რაც 2020 წელს დასახული მრავალწლიანი მიზნის 30% -ზე მეტს შეადგენს, რაც გულისხმობს 50 მილიონი მცირე და მიკრო ბიზნესისთვისციფრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას.  პანდემიის დაწყების დღიდან Visa-მ დაიწყო დუბაიდან კოლუმბიის ოლქამდე (DC)  სათემო პროგრამების განხორციელება, რათა დახმარება გაეწია მცირე საწარმოებისთვისგანეხორციელებინათ ანგარიშსწორება ციფრულ ფორმატშიდამეტი წვდომა ჰქონოდათ ციფრულ ეკონომიკაზე. მცირე და მიკროსაწარმოებისთვის ციფრულ ფორმატზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობა ხაზგასმულია დღეს გამოქვეყნებულVisa Back to Businessგლობალური კვლევის  მე-5 გამოცემაში, რომლის თანახმად, მომხმარებელთა 68%-ს შესაბამისად, COVID-19– მა სამუდამოდ შეცვალა ანგარიშსწორების გზები.

„პანდემიის 19-თვიანი მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ მცირე საწარმოებმა, რომელებიც ციფრულ კომერციას და ტრანსსასაზღვრო გაყიდვებს აწარმოებდნენ, უკეთესად გადაიტანეს პანდემია,”-თქვა მერი ქეი ბოუმანმა, Visa-სპროდუქტის მომხმარებელთა და გაყიდვების პლატფორმისგანყოფილებისხელმძღვანელმა. „მაგრამ ეს აღარ არის მხოლოდ გარდაქმნა და გადარჩენა. ჩვენ ახლა ვხედავთ მეწარმეობის იმედისმომცემ ზრდას და, როდესაც 50 მილიონიანი მიზნისკენ მივდივართ, ჩვენ ვეხმარებით ახალი თაობისმეწარმეებსკარგად იყონ გათვითცნობიერებული ციფრულ ფორმატში.”

Visa Back to Business კვლევა: გლობალური ვითარების შესწავლა ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული  პრეფერენციების შესახებ

Visa Back to Business გლობალური კვლევის პროცესში ჩატარდა მცირე და მიკრო ბიზნესის მფლობელების და მათი მომხმარებლების შესწავლა გლობალური პანდემიის დაწყების დღიდან. კვლევის ფარგლებში, ხუთტომეული გამოიცა დადაგროვებული დიდი მოცულობის მონაცემების საფუძველზე,ბოლო კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის, საზოგადოებისა და ტექნოლოგიების  ერთმანეთთან დაკავშირებაში მდგომარეობს:

  • მიკრო და მცირე საწარმოები ჯერ კიდევ მომხმარებელთა მოლოდინების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებული: პანდემიამ მკვეთრად გაზარდა მომხმარებელთა უკმაყოფილება და სიფრთხილე ანგარიშსწორებისას ნაღდ ფულთანშეხებასთან დაკავშირებით, და შესაბამისად, გაზარდა უკონტაქტოანგარიშსწორებისგანხორციელების სურვილი[1]. მთელს მსოფლიოში მცირე და მიკროსაწარმოებისსამოცდათოთხმეტი პროცენტი (74%) იმედოვნებს, რომ მომხმარებლები კვლავაც მიანიჭებენ უპირატესობას უკონტაქტო ანგარიშსწორებას მომავალში. ამასთან, ხუთიდან ორი (40%) მცირე და საშუალობიზნესი ერთ-ერთ მთავარ ინვესტიციად უკონტაქტო ანგარიშსწორებას ასახელებს, რომელიც მომხმარებელთა მოლოდინების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.
  • უკონტაქტო ანგარიშსწორება, როგორც კონკურენტულიუპირატესობა: მაღაზიები, რომლებიც არ იღებენ უკონტაქტო ანგარიშსწორებას, შესაძლოა დადგნენ კლიენტების დაკარგვის რისკის წინაშე. ხუთიდან ორზე მეტმა (44%) მომხმარებელმა თქვა, რომ არ გააკეთებენ საყიდლებს მაღაზიაში, სადაც ანგარიშსწორების მხოლოდ ისეთ მეთოდებს სთავაზობენ, რომლებიც მოლარესთან ან საზიარო მოწყობილობასთან კონტაქტს მოითხოვს.
  • ონლაინ უსაფრთხოების პრიორიტეტი: ერთი წლის წინ, აშშ-ს მცირე და საშუალო ბიზნესის მხოლოდ 17% –მა პირველად დაიწყო პროდუქციის ან მომსახურების ონლაინ გაყიდვა COVID-19–ის ეპიდემიის დროს და ახლა, 57% აპირებს იგივე პირობებით გაგრძელებას მომდევნო სამი თვის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების დიდმა ნაწილმააღნიშნა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ ახალი გამოწვევები წარმოქმნა, რომელთაგანმთავარი იყო მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება (33%), ციფრულინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ღირებულება (31%) და მომხმარებლებთან ნაკლები პირადი კავშირი (30%).
  • შესაძლებლობებს უკეთ იყენებსგაციფრულებულიმცირე და საშუალო ბიზნესი: იმ დროს, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესის 54%-ი აცხადებს, რომ გასული წელი მათი ბიზნესისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, 46%-ი მას განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, განსხვავებით 38%-სგან 2020 წლის ნოემბერში. მათ შორის, ისინი, ვინც 2020 წელს განიხილავდაროგორც შესაძლებლობას,ყურადღებასამახვილებდნენ ახალ პროდუქტებზე (37%) და გაყიდვების არხების გაფართოებაზე (34%), ხოლო 23%-მა კი სრულიად ახალი ბიზნესი დაიწყო.

ციფრულ ეკონომიკაზე წვდომის გახსნა

Visa აცნობიერებს რა, რომ კომერციის სფეროს უფრო ფართოდ ციფრულ ფორმატშიგადაყვანამ შეიძლება უზარმაზარი სარგებელი მოუტანოს მცირე საწარმოებს, კომპანია ცდილობს უზრუნველყოს მსოფლიოში ციფრული თანასწორობა და ინკლუზიურობა მისი მრავალწლიანი ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს 50 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესისციფრულ მომსახურებას. მხოლოდ 2021 წლის პირველი შვიდითვის განმავლობაში აშშ-ში, 3,4 მილიონი ახალი ბიზნეს-განაცხადი[2] შეივსო. Visa-ს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ როგორც არსებული, ისე ახლადშექმნილი მცირე ბიზნესი აღიჭურვოს მომხმარებელთა ცვალებადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ციფრული მომავლის შესაბამისად.

ლონდონიდან ჩრდილოეთ დაკოტამდე, Visa-მ მიმართა რესურსები მცირე და საშუალო ბიზნესზე ათეულობით პროგრამის ფარგლებში, რომლებიც შემუშავებულია ადგილობრივი თემების საჭიროებების გათვალისწინებით. მათ შორის, Visa-მ,  1 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო ლოკალური გრანტების სახით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც უკიდურესად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად, განათავსა მცირე ბიზნესთან ქუჩაში მომუშავეჯგუფები 900,000 საწარმოს მხარდასაჭერად 18 ლოკაციაზე და შეცვალა ანგარიშსწორებისფორმა 49 ლოკალურ ბაზარზე, კერძოდ უკონტაქტო გადახდებით ტელეფონის საშუალებით (Tap to Phone), რაც გამყიდველებს საშუალებას აძლევს აწარმოონ უკონტაქტო ანგარიშსწორება მარტივი მობილური აპლიკაციის საშუალებით. Visa-მ ასევე გააფართოვა გლობალური ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა მეწარმეებისთვის –პრაქტიკული ბიზნეს უნარ-ჩვევები,  რომელიც უფასო სასწავლო რესურსებს აწვდის მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს და ხელს უწყობს მათი საწარმოებს ციფრულ ფორმატზე გადაყვანას. ეს ემყარებაფონდისVisa Foundation-ისმიერ დაკისრებულ 5-წლიან ვალდებულებას, რომლის ბიუჯეტიც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ფონდმა  2020 წელს აიღო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებული აქცენტითქალების ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაზე.

Visa განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისდიდი როლისაღიარებას ადგილობრივ თემებსა და გლობალურ ეკონომიკაში, და დღეს ახალი ციფრული სერიის ინიციატივით გამოდის, რომელსაც „წვდომის ხმები”ეწოდება (“Voices of Access”), სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლები მთელიმსოფლიოს მასშტაბით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ უნიკალურ ისტორიებს და აძლევენ სხვებს საშუალებასდაინახონ ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობები.

დამატებითი ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც Visa-მ ხელმისაწვდომი გახადა მცირე და მიკრო ბიზნესისათვის, შეგიძლიათ იხილოთვებ.გვერდებზე –Visa Small Business Hub და Visa Small Business COVID-19 support site.

მეთოდოლოგია: Visa Back to Business კვლევა 

“Visa Back to Business”კვლევა: მე-5 გამოცემა, 2021 წლის 15-28 ივნისის პერიოდში ჩაატარა კომპანიამ  Wakefield Research. კვლევა ჩატარდა 2,250 მცირე ბიზნესის მფლობელს შორის, რომლებსაც 100 -ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ, და რომლებიც ბრაზილიაში, კანადაში, გერმანიაში, ჰონგ-კონგში, ირლანდიაში, რუსეთში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულსაამიროებში და შეერთებულ შტატებშიფუნქციონირებენ. სამომხმარებლო ნაწილის ფარგლებში გამოკითხა 18+ ასაკის 1000 ზრდასრული აშშ-ში და 18+ ასაკის 500 ზრდასრული ბრაზილიაში, კანადაში, გერმანიაში, ჰონგ-კონგში, ირლანდიაში, რუსეთში, სინგაპურში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.


[1]წყარო: აშშ უკონტაქტო ონლაინ კვლევა,2020 წლის აპრილი

[2]წყარო: აშშ აღწერის ბიურო, ბიზნესის ფორმირების სტატისტიკა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *