კრიპტომაინერების შეტევა საქართველოში ორჯერ ნაკლებად განიცადეს, ვიდრე სომხეთში და სამჯერ ნაკლებად, ვიდრე აზერბაიჯანში
2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მომხმარებელთა კომპიუტერების 0,38% -ს თავს დაესხნენ ფარული კრიპტომინერები, ასეთი თავდასხმები განიცადეს სომხეთში მომხმარებლების 0,73% –მა, ხოლო აზერბაიჯანში –1,21%-მა. ამ მაჩვენებლის მიხედვით აზერბაიჯანმა დაიკავა მე -9 ადგილი მსოფლიოში იმ ქვეყანათა შორის, რომელთა მომხმარებლებს ყველაზე მეტად ესხმოდნენ თავს კრიპტომაინერები.
საქართველოში 2020 წლის აპრილ-ივნისშიფარული კრიპტომინერები თავს დაესხნენ კომპიუტერების მომხმარებელთა 1,23%-ს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი სომხეთში იყო 1,35%, აზერბაიჯანში–1,26%-ი. „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, ამა წლის აპრილ-მაისში ფარული კრიპტომინერები ყველაზე მეტად თავს დაესხნენ მომხმარებლებს ავღანეთში (3,99%), ეთიოპიაში (2,66%) და რუანდაში (2,19%).
2021 წლის მეორე კვარტალში კომპანიის გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინეს კრიპტომაინერთა 31443 ახალი მოდიფიკაცია, მაშინ როცა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 3672 -ს.
კიბერდამნაშავეები, რომლებიც ფულს იღებენ ფარული კრიპტომინერებით, სულ უფრო მეტად მიმართავენ განვითარებად ბაზრებს. სახლისა და კომპანიის პირობებში მომუშავე კრიპტომაინერები მოქმედებენ შეუმჩნევლად. მათგან თავის დასაცავად ექსპერტები ურჩევენ მომხმარებლებს არ გახსნან წერილები და შეტყობინენები, თუ წყაროს ნამდვლობაში ეჭვი ეპარებათ. რეგულარულად შექმნან ყველა მნიშვნელოვანი ფაილის სარეზერვო ასლი და განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა მათ მოწყობილობებზე, ასევე გამოიყენონ სპეციალური ინსტრუმენტები, რომლებიც ავტომატურად აღმოაჩენენ დაუცველობას, ასევე შეუძლიათ პატჩების ჩამოტვირთვა და ინსტალირება.
კომპანიებმა ყველა კომპიუტერზე და სერვერზე უნდა დააყენონ უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, რეგულარულად შეამოწმონ კორპორატიული ქსელის ინფორმაციული უსაფრთხოება ანომალიების და ჰაკერთა ისეთი მიზნის გამოსავლენად, როგორიცაა რიგების მართვა POS- ტერმინალებში და სავაჭრო ავტომატებში. აუცილებელია უსაფრთხოების ძლიერი გადაწყვეტილებების გამოყენებალეგიტიმურ აპლიკაციებში მავნე საქმიანობის თვალყურის დევნების პროგრამით. სამუშაო სადგურების დასაცავად და თანამშრომლების მიერ არასასურველი პროგრამების ინსტალირების თავიდან ასაცილებლად სასურველია DefaultDeny ტექნოლოგიის გამოყენება.
ეს საინფორმაციო სტატია სარეკლამო ხასიათის არ არის და შეიცავს მხოლოდ საქართველოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს