მრგვალი მაგიდა – „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“

მრგვალი მაგიდა – „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“

29 სექტემბერს, 13:00 საათზე ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი მაგიდათემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“. მედიის წარმომადგენლების დასწრება თავისუფალია (სასტუმრო „რუმს თბილისი“, მის: ჭოველიძის #10).

შეხვედრის  მიზანიათემის ირგვლივ სამუშაო ფორმატში მსჯელობა, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა. ღონისძიებაზე ასევე მოხდება ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ 2006-2020 წლების ერთობლივი კვლევის შედეგების განხილვა, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო ქმედებების ეფექტიანად განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.

ადგილზე ღონისძიებას დაესწრებიანსაქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. არსებული კოვიდრეგულციებიდან გამომდინარე შეხვედრის პანელი შედგება წინასწარ განსაზღვრული სტუმრებისგან.

ღონისძიებისპანელისტებიარიან:

Policy and Management Consulting Group – PMCG, ოთარანთია,

Policy and Management Consulting Group – PMCGვანო ვაშაყმაძე

Kazakh-Georgian Economic Union, გიორგიჯახუტაშვილი

ტურიზმისეროვნულიადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration, თამარკორიაული

Air Astana, კამილაჟაილაუბაევა

Silk Road Group, გიორგიმარრი

საქართველოსტურიზმისინდუსტრიისალიანსი • GTI Alliance, შალვა ხეცურიანი

Sairme Hotels & Resorts / კურორტისაირმე, ბაჩანაშელია

Check-in Travel, იაგედევანიშვილი

Spend 4 Seasons in Georgia, ქეთაგოლეთიანი

WeHost, ნიკაანჯაფარიძე

ონლაინ მონაწილეობის მიღება შეუძლია აღნიშნული ბაზრის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

https://bit.ly/3AL659M

Webinar ID: 861 9422 2167

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით მარტში დაფუძნდა.  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების  დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური ინვესტიციების მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და  GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას ასევე შეუერთნდნენ ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“.  მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ამოცანაა: იზრუნოს კონკრეტული ინდუსტრიული ჯგუფების სპეციალურ საჭიროებებზე, უზრუნველყოს მათი ინტერესების ადვოკატირება სახელმწიფოსთან, ხელიშეუწყოს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას, დააკავშიროს წევრები ლოკალურ და საერთაშორისო კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს, სამოქალაქო საზოგადოებას დამთავრობას, დაეხმაროს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *