ყოველწლიურად 500 000 ყაზახი ტურისტი საქართველოში – ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების გამოწვევა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“ გაიამართა. შეხვედრის მიზანს, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრაწარმოადგენდა. ღონისძიებასსაქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტოების, ასევე, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარება, მათ შორის, კერძო ტურისტული სექტორის გამოცდილება ყაზახ ტურისტებთან მიმართებაში, ტურისტული პროცესების ჯაჭვის მნიშვნელობა საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას და თითოეული რგოლის შესაძლებლობები. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მათი მხრიდან განხორციელებულ ძალისხმევაზე, რომლის წყალობითაც საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა.
„ღონისძიების მთავარ მიზანს საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა წარმოადგენს. ჩვენი ამჟამინდელი მიზანია ნახევარი მილიონი ტურისტი მოვიზიდოთ ყაზახეთიდან და მათ შევუქმნათ ისეთი მომსახურება, რომ არა მხოლოდ ერთჯერადად ჩამოვიდნენ ჩვენთან, არამედ გავხადოთ ისინი ლოიალურები, რათა ყოველწლიურად გვესტუმრონ.“– აღნიშნა ყაზახურ-ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა და მოწვეულ სტუმრებს უფრო მეტი ინფორმაციისთვის ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ 2006-2020 წლების ერთობლივი კვლევის შედეგები გააცნო, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო ქმედებების ეფექტიანად განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.
ჯახუტაშვილის თქმით, 2011-დან 2019 წლის ჩათვლით, ყაზახეთიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობამ, წელიწადში, საშუალოდ 25,9%-იან ზრდას მიაღწია, მაშინ, როცა დსთ-ს ქვეყნებიდან ზრდის მაჩვენებელი 15,8%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან – 19,8% იყო. 2020 წლის ჩათვლით საქართველოში ყაზახეთიდან ტურისტებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით, Air Astana-თი შეეძლოთ ჩამოსვლა, 2021 წელს კი დაემატა დაბალბიუჯეტური Fly Arystan, რომლითაცყაზახ ტურისტებს საქართველოში ფრენა შედარებით დაბალ ფასადუკვე 4 ქალაქიდან შეუძლიათ.
შეხვედრაზე ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაევამ საქართველოს ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Fly Arystan-ის შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც საგრძნობლად შეუწყო ხელი ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას.
„Fly Arystan-მა წელს დაიწყო საერთაშორისო ფრენები და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ავიაკომპანიამ პირველი საერთაშორისო რეისი შეასრულა. რა თქმა უნდა, ეს განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩვენ გვაქვს ფრენა ყაზახეთის 4 ქალაქის მიმართულებით. ბოლო პერიოდში, შეიმჩნეოდა დასავლეთ ყაზახეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა, რის გამოც მომავალ წელს ჩვენ განვიხილავთ რეისების რაოდენობის გაზრდას კონკრეტულად დასავლეთ ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით“, – აღნიშნა კამილა ჟაილაუბაევამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისმოადგილემ, თამარ ყორიაულმა,საქართველოში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენ ყოველწლიურად ვიღებდით მონაწილეობას ყაზახეთში არსებულ მნიშვნელოვან გამოფენებში, გვქონდა ბევრი B2B ღონისძიება, ასევე საკმაოდ საინტერესო პრეს-ტური, როგორც ტუროპერატორებისთვის, ასევე, ცნობილი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის. წელსაც, ავიაკომპანიასთან ერთად ვგეგმავთ გავმართოთ ასეთი ტიპის ღონისძიებები. მომავალი წლისთვის ყაზახეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული, რომ ჩავატაროთ სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება, რადგან ვხედავთ ზრდას, გვაქვს უფრო მეტი პირდაპირი ფრენა, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას. ვიაზრებთ, რომ ცნობადობა დიდია, ამიტომ გვინდა აქცენტი გავაკეთოთ არსებულ და ახალ სერვისებზე, რომელიც იქნება აქტუალური მათთვის და ვეცდებით მაქსიმალურად მოვერგოთ მათ მოთხოვნებს“ – განმარტა თამარ ყორიაულმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა Spend 4 Seasons in Georgia-ს წარმომადგენელი, ქეთა გოლეთიანი, რომელმაც სოციალური მედიის საკუთარი რესურსით საქართველოს პოპულარიზაციის კამპანიაში აქტიურად ჩართვის მზაობა გამოთქვა.
„მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის განსხვავებული ნიშის პოვნა, ყაზახი ტურისტებისთვის გამორჩეული სერვისების შეთავაზება, რომელთა მიწოდებაც რეგიონში კონკრეტულად საქართველოს შეუძლია ვიზიტორებისთვის. ასეთი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, აგროტურიზმი და ასევე სათავგადასავლო ტურიზმი, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება“, – განაცხადა ქეთა გოლეთიანმა.
ღონისძიების მონაწილეებმა მათი მხრიდან განხორციელებულ ძალისხმევაზეც ისაუბრეს, რომლის წყალობითაც საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა.ამასთან,შეთანხმდნენ, რომ ნაკადის ზრდის მიმართულებით, სერვისის გაუმჯობესების გარდა, სხვა ერთობლივი ღონისძიებებია გასატარებელი.
შეხვედრის დასასრულს, როგორც კომპანია PMCG-ის კერძო სექტორის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა და შეხვედრის მოდერატორმა, ოთარ ანთიამ აღნიშნა,მრგვალი მაგიდის რეჟიმი, ე.წ. მინი კვლევის ტოლფასი შედეგის მომტანია, რადგან კარგად ჩნდება, სად როგორი ძალისხმევით მოუწევთ ორგანიზაციის წევრებს მუშაობა. „კონსულტანტის პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, რომ ფასდაუდებელი პროდუქტი შეიქმნა, ფაქტობრივად, ჩატარდა მინი კვლევა – სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სტეიკჰოლდერებმა, ერთი და იმავე საკითხის მიმართ საკუთარი ხედვები და პოზიციები წარმოადგინეს იმ გამოცდილებიდან, რაც მათ დააგროვეს,“ – განმარტა ოთარ ანთიამ.