საქართველოს მომხმარებელი გაცილებით ნაკლებად განიცდიან ლოკალურ შეტევებს
2021 წლის მეორე კვარტალში, საქართველოშიმომხმარებელთა კომპიუტერების 8,93%-სშეექმნალოკალური საფრთხეებით დაინფიცირების საშიშროება, სომხეთში ეს მაჩვენებელი იყო 24,89%, ხოლოაზერბაიჯანში – 29,56%.
2020 წლის მეორე კვარტალშისაქართველოში კომპიუტერის მომხმარებელთა 22,6% შეექმნა ლოკალური შეტევებით დაინფიცირების საშიშროება. სომხეთში ასეთი თავდასხმების მქონე მომხმარებლების წილი იყო 29,3%, აზერბაიჯანში – 30%. „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მეტად 2021 წლის მეორე კვარტალში ლოკალური საშიშროებას დაექვემდებარნენ მომხმარებლებითურქმენეთში (49, 38%), მეორეზე ადგილზე იყო ტაჯიკეთი (48.11%) და მესამეზე ავღანეთი (46.52%).
საშუალოდ, მსოფლიოში, 2021 წლისმეორე კვარტალში ერთხელ მაინც, Malware-ს ტიპის საშიშროება დაფიქსირდა მომხმარებელთა კომპიუტერების 15,56% -ზე, წინა წლის 17,05%-ის ნაცვლად.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივმა საფრთხეებმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს, განსაკუთრებით კორპორატიულ მომხმარებლებს.
მოსახსნელი მატარებლები (USB ფლეშკები, კამერებისა და ტელეფონების მეხსიერების ბარათები, გარე მყარი დისკები) მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. თავდამსხმელები წერენ მათზე მავნე პროგრამას და ტოვებენ მათ კომპანიის შენობაში ან მის მახლობლად.მათი პოვნის შემთხვევაში, უიღბლო თანამშრომლები მიუერთებენ მათ თავიანთ კომპიუტერებს, რასაც მოჰყვება დაინფიცირება, შემდეგ კი მავნე ობიექტები შეიძლება გავრცელდნენ კომპანიის ქსელშიც, ყოველივე ეს ხდება ჯაშუშობის, ფულის ქურდობის და ძვირფასი ინფორმაციიის დაკარგვის მიზეზი.
ამიტომ, კორპორატიული უსაფრთხოების პერსონალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მოწყობილობების ფიზიკურ უსაფრთხოებას და დაამყაროს შესაბამისი კონტროლი ურთიერთჩართულ მოწყობილობებზე. ამაში მათ დახმარებას გაუწევენ ქსელის წვდომის კონტროლის სისტემის და მოწყობილობის კონტროლის ფუნქციით მქონე უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, რომელიც გააჩნიათ ბიზნესისათვის განკუთვნილანტივირუსულ პროგრამებს.