ყაზახეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ

2021 წლის 21 ოქტომბერს ნურ -სულთანში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ყაზახეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.ყაზახურ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარატ სიზდიკოვი, ხოლო საქართველოს დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.მოლაპარაკებების მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და პერსპექტივები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური და გლობალური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. აღინიშნა ნურ-სულთანისა და თბილისის წარმატებული ურთიერთქმედება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ინვესტიციის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ყაზახეთისა და საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ერთობლივი განვითარების ღრმა პოტენციალი. ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე 👉🏼https://www.gov.kz/meml…/entities/mfa/press/news/details/2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *