საქართველომ ისტორაში პირველად ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

საქართველომ ისტორიაში პირველად ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. 

იტალიაში, 2021 წლის 23 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია შუმისაერთაშორისო უმაღლესი ტიტულის  „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მფლობელი გახდა, რაც ხელს უწყობსსაქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციას მსოფლიო ბაზარზე.

საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის – „Iter Vitis -Phoenicians route“ მიერ, რომლის მიზანსწარმოადგენს ორ საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერება, გამოცდილების, შემოქმედებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა დაფუძნდა 1987 წელს,რომელიცდროსა და სივრცეში მოგზაურობის მეშვეობით წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და ხელსუწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას.

ღვინის კომპანია „შუმი“ დაარსდა 1997 წელს კახეთში, წინანდალში. ტურისტული კომპლექსი 9 ჰექტარზეაგანთავსებული და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. კომპლექსი აერთიანებს 38 ტურისტულ ლოკაციას, რომელთა შორის არის საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 1300-ზე მეტი ჯიში, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშებია დაცული.

შუმის საკოლექციო ვენახი – უდიდესი კერძო კოლექციაა მსოფლიოში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *