ყაზახეთის ელჩმა შეხვედრა გამართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან
2021 წლის 21 ოქტომბერს ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა შეხვედრა გამართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსთან გრიგოლ ლილუაშვილთან.შეხვედრის დროს, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან განიხილა ურთიერთქმედების რიგი აქტუალური მიმართულებები და თანამშრომლობის მიმდინარე სამუშაო საკითხები.კერძოდ, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და კიბერუსაფრთხოების სფეროში.ხაზი გაესვა სამუშაო ვიზიტების ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლის მიზნით