მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის”ფარგლებში სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში მოაწყო ფოტო-გამოფენა
“მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის”(#EUSEW2021) ფარგლებში, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველომ, მერების შეთანხმების მხარდამჭერი საქართველოში თელავის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით მოაწყო ფოტო-გამოფენა. ფოტო-გამოფენა მიეძღვნა სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში განხორციელებულ განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების ამსახველ პროცესს. აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა ევროკავშირისა და #თელავისმუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, “ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის” პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს #ენერგოეფექტურობისცენტრისაქართველო.პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა! #EU4Georgia#CoMDePgamo
