თაღლითები დარკნეტზე გვთავაზობენ ვაქცინირებულის ევროპულ სერთიფიკატებს საშუალოდ 300 დოლარად
კასპერსკის ლაბორატორიამ“ შეისწავლა რამდენიმე ჩრდილოვანი საიტი და აღმოაჩინა შეთავაზებები ევროპული ტიპის კოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატების შესაძენად: რეკლამაში მოცემული დოკუმენტის ყიდვსგვთავაზობენ საშუალოდ 300 აშშ დოლარად.
კომპანიის ექსპერტების თქმით, თაღლითები ირწმუნებიან, რომ მომხმარებლის მონაცემები შეძენის შემთხვევაში შეიტანება მონაცემთა ბაზაში და მას მიენიჭება უნიკალური QR კოდი. მყიდველს შეუძლია აირჩიოს ვაქცინაციის ქვეყანა და ვაქცინის მწარმოებელი: AstraZeneca, Pfizer, Johnson & Johnson ან Moderna. თავად სერთიფიკატი, სავარაუდოდ, გაცემულია აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს რეკლამები ძირითადად მიზნად ისახავს მომხმარებლებისგან ფულის მარტივი ხერხით გამოძალვას.
პირობას დებენ, რომ სერთიფიკატს გამოუგზავნიან ელექტრონული დოკუმენტის ფორმატში QR კოდით და ყველა მონაცემით. გამყიდველები ირწმუნებიან, რომ დოკუმენტის ავთენტურობა შეიძლება შემოწმდეს ოფიციალური აპლიკაციების გამოყენებით,ისეთებით როგორიცაა CovPass, CovidCheck, CoronaWarn. ზოგიერთ შემთხვევაში, მითითებულია, რომ გადახდა მიიღება ნებისმიერი კრიპტოვალუტით. რეკლამები გვხვდება როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენებზეც.
„თავდამსხმელები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ფულის გამომუშავებას სხვადასხვა გზით, იქნება ეს პანდემია, შეზღუდვებითუ ვაქცინაციის თემა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში ვნახეთ რეკლამები COVID-19-ის უცხოური ვაქცინების გაყიდვის შესახებ. მოგვიანებით ამ თემისადმი ინტერესი საგრძნობლად შემცირდა. ახლა კიბერდამნაშავეები ცდილობენ ხელი მოითბონ ადამიანთა მისწრაფებაზე – გადაადგილდნენ მსოფლიოში უფრო თავისუფლად, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვებია მიღებული შესაბამისი დოკუმენტები არ მქონე პირებისთვის. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ კატეგორიულად გირჩევთ არ შეიძინოთ რაიმე საქონელი ჩრდილოვან პლატფორმებზე. სავარაუდოდ, ასეთი რეკლამები არის ბანალური თაღლითობა ხალხისგან ფულის გამოტყუების მიზნით“,- განმარტავს „კასპერსკის ლაბორატორიის“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, დიმიტრი გალოვი.