ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ბორდს შეხვდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე, საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საპენსიო რეფორმის მნიშვნელობას, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ხელისუფლება მხარს უჭერს და მომავალშიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფუნდამენტურ რეფორმას, რომლის სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და მაკროეკონომიკური სარგებელი ეკონომიკისთვის ჯერ კიდევ წინ არის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსო, საბჭოს წევრები: ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი, ასევე საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია.