კენვოლკერის კლინიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება

ერთად ვიბრძოლოთ თანაბარი უფლებებისთვის – ერთად ვიზეიმოთ ეს დღე!

3 დეკემბერს, კენვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკაში(მის: გუდმაყრის #4) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება.

ამ დღეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს კლინიკის გარემოს და უფასოდ ჩაიტაროს სარეაბილიტაციო თერაპიები, როგორიცაააკვათერაპია, არტთერაპია, რობოტოთერაპიადა სპეციალისტების დახმარებით საკუთარ თავზე გამოსცადოს ეგზო-ჩონჩხირობოტი.

გარდა ამისა, მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ადაპტირებული ავეჯის სახეობებს/ტიპებს და მოსინჯონ მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ადაპტაციური საშუალებები.

ღია კარის დღე განკუთვნილია როგორც დიდებისთვის, ასევე  პატერებისთვისაც. რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელხაზზე: 032 2 11 20 20 პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს 10:00-18:00 საათამდე.

ერთად ვიბრძოლოთ თანაბარი უფლებებისთვის – ერთად ვიზეიმოთ ეს დღე!

კენვოლკერის სახელობის სამედიცინო სარეაბილიტაციო კლინიკა ფუნქციონირებს 2020 წლიდან. კლინიკის შენობადა ინფრასტრუქტურა საგანგებოდ და პროექტ და სარეაბილიტაციო სერვისის საჭიროებისათვის და დღესდღეობით წარმოადგენს წამყვან თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრს მთელ ამიერკავკასიაში. მისი შიდა და გარე სივრცეები სგეგმარებას რულად ითვალისწინებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს. კლინიკის შენობა და ეზო კეთილმოწყობილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თერაპიულ იოთახები და დარბაზები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და ავეჯით. აქ ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი, საცურაო აუზი და დასარჩენი/სასტუმრო ოთახები პაციენტებისათვის. კენვოლკერის კლინიკის ხედვაა მაღალი ხარისხის მულტიპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისათვის, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით.კლინიკის მისიაა, დახვეწოს რეაბილიტაციის მომსახურება ინოვაციური სერვისების დანერგვის, განათლების ხელშეწყობის, კვლევების განხორციელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის გზით.

ინფორმაცია ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისოდღესთანდაკავშირებით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა, კერძოდ, ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 47/3 რეზოლუციით, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რეზოლუციის მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველას ფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვა და  მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა,ასევე, ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური  და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში. ამ დღის მიზანია,კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ათწლეულების მუშაობის შემდეგ, 2006 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, რომელმაც წინწამოწია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხები. 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაუფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ძალაში 2014 წლის 12 აპრილს შევიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *