საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლადახალიაგრო პროდუქტი შექმნა

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტიმათთვისაა განკუთვნილი, ვისაცთხილის, ვაშლისა და ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება სურს.

სიახლის ფარგლებში,ჯამში 20 000-დან 500 000 ლარამდე მოცულობის ფინანსური რესურსისათვისება იქნებაშესაძლებელი. აღნიშნული ტრანშებად, მიზნობრიობის დადასტურების შემდეგმოხდება.

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი მხოლოდ მოსავლის მიღების შემდგომ დაიწყებს გადახდას. ეს საგრძნობლად შეუწყობს ხელს ბიზნესის სტაბილურ განვითარებას და საწყის ეტაპთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვას. გარდა ამისა, მეტი კომფორტისთვის, შესაძლებელი იქნებადამატებით 60 თვემდე საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.

იმისთვის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობაშეძლოთ, უნდა გქონდეთაგრო მიმართულების სფეროში (მეხილეობა, მემცენარეობა) 2 წლიანი გამოცდილება ან გყავდეთკვალიფიციური აგრონომი/კონსულტანტი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ინდივიდუალური დაფარვის გრაფიკითა და  თანამონაწილეობის კომპონენტით შეძლებენ სარგებლობას.  თანამონაწილეობისას  შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მიწის ნაკვეთი, რომელზეც ინვესტიცია ხორციელდება.ვრცლად პროდუქტისა და თანამონაწილეობის სქემის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3p4c7xA

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს აგროსექტორის მხარდამჭერიპროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას. ამჯერად მომხმარებელსმრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალპროდუქტს ვთავაზობთ. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მომხმარებელი გადახდას მხოლოდ პირველი მოსავლის მიღების შემდეგ დაიწყებს და ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს 60 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესის საწყის ეტაპზე განვითარებას. ამასთან, მომხმარებელიმისთვის ხელსაყრელი დაფარვის გრაფიკით ისარგებლებს და რაც მთავარია, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ბანკი მას ბიზნესის გასავითარებლადმნიშვნელოვან ცოდნას და ექსპერტების გამოცდილებასაც გაუზიარებს. ჩვენი მიზანია, მეტ ადამიანს შევუწყოთ ხელი საკუთარი აგრო საქმიანობის წამოწყებაში და მის შემდგომ განვითარებაში“, -განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *