2021 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%- ით არის გაზრდილი.
ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 4%-ით მეტია.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (5908393), ჩინეთი – 26% (5469450), აშშ – 12% (971714), გერმანია – 13% (751810), ლატვია – 10% (1634827), ლიეტუვა – 44% (960928), იაპონია – 12% (189844) და დიდი ბრიტანეთი – 76% (702640).
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 91% (317692), შვედეთი – 97% (119494), ჩეხეთი – 259% (141432), საფრანგეთი – 6% (84028), ისრაელი – 62% (422839), ყაზახეთი – 38% (3775978), აზერბაიჯანი – 21% (209987), თურქეთი – 209% (93330), უკრაინა – 11% (11667525), რუსეთი – 6% (55867692), მონღოლეთი – 174% (402810), ბელარუსი – 26% (4454009) და ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 70,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 17%).
ექსპორტირებულია 760,3 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 42% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,9 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 356,3 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.