საქართველოში სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმა – ტვიფრი შეიქმნა
პროექტი„ტვიფრი“ პირველი სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ქართული წარმოების სამახსოვრომედლების შექმნაზე იმუშავებს. დამზადდება როგორც საკოლექციო, ასევე საიუბილეო თემატიკის მედლები და მთავარი იდეა იქნება ქართული დამწერლობის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობების პოპულარიზაცია და მეტალში გაცოცხლება.
„ტვიფრი“ სულ ახლახანს დაარსდა და მისი მიზანია, თითოეული მედლის ხელოვნებასთან თანაზიარებით, თაობიდან თაობას გადასცეს ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობა და დახვეწილი ტრადიციები.
კომპანიის შექმნის იდეა ქართული თემატიკის საკოლექციო მედლების აქტუალიზაციისა და საქართველოს შთამბეჭდავი ისტორიის გაცოცხლების კვალდაკვალ წარმოიშვა. „ტვიფრის“ შემოქმედებითი ხელმძღვანელისა და იდეის ავტორის ივა ჯანეზაშვილის თქმით, პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ისტორია, მისი მრავალფეროვანიკულტურა და ტრადიციები.
“ტვიფრი ქმნის იმ ადამიანებისთვის, ვინც შთაგონებულად გრძნობს თავს ეროვნული ღირებულებების გამოხატულებით და ამაყობს, როდესაც ტრადიციულ ფასეულობებზე შექმნილი ნიმუშების ექსკლუზიური მფლობელია. მას შემდეგ რაც ჩემი პირველი მასშტაბური პროექტები ნუმიზმატიკაში „ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა“; „მედეა და ოქროს საწმისი“ და “თინათინის მეფედ კურთხევა” საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ლიეტუვას ზარაფხანასთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა, ჩემს შემოქმედებით გუნდთან ერთად დაიბადა იდეა შეგვექმნა ეროვნული პროექტი, რომელიც იქნებოდა სრულიად ქართული,” – ამბობსივა ჯანეზაშვილი.
კომპანიამ უკვე დაასრულა პირველ პროექტზე მუშაობა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე თვეში გახდება. პარალელურად, „ტვიფრი“ თანამშრომლობს ბევრ ორგანიზაციასთან, რათა თითოეული პროექტი იყოს განსხვავებული.
“ჩვენ გვახარებს ის ფაქტიც, რომ „ტვიფრი“ აერთიანებს სხვადასხვა ვიწრო სპეციალობის მქონე ადამიანებს და, გარდა ამისა, ნიჭიერ ხელოვანებს წარმოჩენისა და რეალიზების შესაძლებლობას აძლევს,“ – აცხადებს ივა ჯანეზაშვილი.
მისივე თქმით, ტვიფრი იქნება სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმა, რომელიც საქართველოს ისტორიასა და კულტურას წარმოაჩენს ქვეყანასა და საერთაშორისო ასპარეზზე.„ტვიფრი“ შექმნის სრულყოფილ, ექსკლუზიურ დიზაინს და თითოეულ ახალი მედლით გააცოცხლებს საქართველოს ისტორიას.