ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
2022 წლის 5 იანვარს, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ბრძანებულებებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.თავდაპირველად მიტინგები მანგისტაუს ოლქში დაიწყო, რომლის მოსახლეობა თხევად გაზზე საცალო ფასების შემცირებას ითხოვდა. ამის საპასუხოდ, სახელმწიფოს მეთაურის დავალებით, მთავრობამ ოპერატიულად მიიღო ზომები მათ შესამცირებლად და შემოიღო მორატორიუმი სოციალურად მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების გაძვირებაზე, საწვავსა და საპოხ მასალებზე და კომუნალურ მომსახურებებზე. აქციების პირველ დღეებში ყველა დაკავებული პირი იქნა გათავისუფლებული.
თუმცა, გამოსვლები სხვა დიდ ქალაქებში გადაიზარდა მასობრივ არეულობებში და თავდასხმებში სამთავრობო ორგანოებზე.გარდა ამისა, მოვლენები ქ. ალმატაში – თავდასხმები ადმინისტრაციულ და სამხედრო ობიექტებზე, აეროპორტის ხელში ჩაგდება და უცხოური სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავების შეკავება – მოწმობს თავდამსხმელთა მოქმედებების მომზადებისა და კოორდინაციის მაღალ დონეზე. ანალიზი აჩვენებს, რომ ყაზახეთი აღმოჩნდა საზღვარგარეთ გაწვრთნილი ტერორისტული ჯგუფების შეიარაღებული შემოჭრის წინაშე.
სიტუაციის მკვეთრ გამწვავებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მიმართა კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისთვის სამხედრო დახმარების თხოვნით. გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მოიცავს ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის მხადაჭერაზე. სამართალდამცავი ორგანოები და ყაზახეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები უფლებამოსილები არიან აღკვეთონ ნებისმიერი უკანონო ქმედება.ამავდროულად, სახელმწიფო განაგრძობს ჩვენი მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ხალხის ყველა წარმომადგენლის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფას, ასევე ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაცული იქნება უცხოური ინვესტიციები და უცხოური კომპანიების ბიზნესი.ყაზახეთის რესპუბლიკა ერთგულად დაიცავს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა სფეროში და განაგრძობს რეფორმების კურსს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კ.ტოკაევის მიერ განხორციელებული „მსმენელი სახელმწიფოს“ კონცეფციის ფარგლებში.ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს მუდმივ კავშირს საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმდინარე საკითხზე.