ჩინური დემოკრატიის გამოწვევები

ისევე როგორც ლიბერალურ დემოკრატიას გააჩნია ძლიერი დასავლური კულტურული ფასეულობები, ჩინურ სტილში დემოკრატიაც იმყოფება საკუთარი ისტორიისა და კულტურის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ.

ტრადიციულ ჩინურ საზოგადოებაში მოღვაწე პოლიტიკოსები და მოაზროვნეები აღიარებდნენ ერის ძალას და თვლიდნენ, რომ ადამიანები წარმოადგენენ ქვეყნის საძირკველს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის აღმავლობასა და დაცემის პროცესში.

ხალხის მხარდაჭერის მისაღებად, ხელმწიფეებმა მუდამ უნდა იზრუნონ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე მათი მმართველობის შესანარჩუნებლად. „დემოკრატია, რომელიც ნამდვილად მუშაობს“, ასე აღწერეს პეკინში ის პოლიტიური სისტემა, რომლის შექმნა მოხერხდა ჩინეთში. დეკემბრის დასაწყისში, ჩინეთმა გამოსცა თეთრი წიგნი ქვეყანაში დემოკრატიის შესახებ.

როგორც აღნიშნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის განყოფილების უფროსის მოადგილემ სიუ ლინმა თეთრი წიგნის გამოცემისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, „აღნიშნული თეთრი წიგნი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია ჩინური დემოკრატიის ფასეულობების სისტემური მიმოხილვა, მისი განვითარების ისტორია, ინსტიტუციური საფუძვლები, პრაქტიკური კვლევები, მიღწევები და შეტანილი წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

თეთრი წიგნი მიუთითებს, რომ ეროვნული დემოკრატია შედგება რიგი პროცესისგან, ანუ ორიენტირებულია როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე, და აერთიანებს ერისა და სახელმწიფოს ნებას; ეს არის დემოკრატია, რომელიც ვრცელდება ყველა სფეროზე, საზოგადოების თითოეულ ფენაზე. ეს არის ფართომასშტაბური, ნამდვილი და რეალურად მოქმედი სოციალუსტური დემოკრატია.

თეთრ წიგნში ასევე აღნიშნულია, რომ დემოკრატია არის ერის უფლება თითოეულ ქვეყანაში, და არა რამოდენიმე ერის პრივილეგია. მხოლოდ საკუთარი, და არა უცხო, ქვეყნის მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან იმსჯელონ, რამდენაც დემოკრატიულია მათი ქვეყანა.

სიუ ლინი აღნიშნავდა, რომ „ჩინეთი ავითარებს მრავალმრივ ეროვნულ დემოკრატიას ჩინეთში და მას ახასიათებს საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაცია. ჩინეთი თვლის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, პატარა, თუ დიდში, ძლიერსა, თუ სუსტში, მდიდარსა, თუ ღარიბში, ერთნაირი დამოკიდებულება უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობებთან მიმართებაში. ჩინეთი არ დანერგავს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას და არ მოითხოვს, რომ სხვა ქვეყნებმა გამოიყენონ ჩინური მოდელი. ჩინეთი თვლის, რომ სამყარო მრავალფეროვანია. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს საკუთარი დემოკრატიული გზა“.

ცენტრალიზაციისა და დიდი გაერთაინების ტრადიცია

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მემკვიდრეობაში მიიღო ადამიანებზე დაფუძნებული ტრადიციული აზროვნება და მოახდინა მისი რეფორმირება, რომელიც მიზნად ისახავდა „ხალხის გულისა და სულისთვის მსახურებას“.

საერთაშორისო დისციპლინების სკოლის პროფესორის დონგლინ ჰანის გადმოცემით, “გეოგრაფიული გარემოს კომპლექსურობისა და მცირე მეწარმეთა ეკონომიკის გამო, ჩინელებს აქვთ მიდრეკილება უფრო ცენტრალიზაციისა და ეროვნული ერთობისკენ საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ, დემოკრატიისა და დეცენტრალიზაციის ხაზგაზმისას, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკაში ცენტრალიზებულ და გაერთიანებულ მმართველობას. ამავდროულად, ჩინეთი არასაოდეს არ დაუშვებს ქვეყნის გახლეჩვას დემოკრატიის გამო.

ჰარმონიის კულტურის ზემოქმედების გამო, ჩინური დემოკრატია უპირატესობას ანიჭებს კონსენსუსის მიღწევას კონსულტაციების მეშვეობით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალის კონცენტრაციის უზრუნველყოფის მიზნით. ეს არ არის კონფრონტაციური სისტემა, როგორიც არის მაგალითად დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის არის მრავალპარტიული კონკურენცია და ორპალატიანი პარლამენტი.

ჩინური კულტურის ყველაზე თვალსაჩინო თვისება არის პრაგმატიზმი. ჩინელები აქცევენ უფრო მეტ ყურადღებას მათთვის დემოკრატიის მიერ მოტანილ ფაქტობრივ წვლილს, ვიდრე ჩინური პოლიტიკური სისტემის კონკრეტული პოპულარული დემოკრატიული კონცეფციების სტანდარტებთან შესაბამისობას. ჩინეთის პოლიტიკური ელიტა ასევე აფასებს ეროვნულ განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დემოკრაქტიის ფაქტობრივ ეფექტს, უფრო მეტად ვიდრე შემოიფარგლება დემოკრატიული პროცედურების წესებითა და რეგულაციებით.

ჩინეთის დემოკრატია ვერ გაიზომება ლიბერალური დემოკრატიის ეტალონით. ჩინური დემოკრატია იღებს სათავეს ჩინეთის ისტორიასა და კულტურაში. მრავალწლიან პრაქტიკაში ის მუდმივად განიცდიდა განახლებას და კორექტირებას, და დადასტურებული იქნა, რომ ასევე შეესაბამება ჩინეთის განვითარების მოთხოვნებს და ჩინელი ხალხის ფუნდამენტალურ ინტერესებს.

დემოკრატიის პრაქტიკა ჩინეთში

ჩინეთში ყველაზე მეტი ამომრჩეველიa – 900 მლნ.–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა 2016–2017 წლებში ჩატარებულ საქალაქო და ადგილობრივი მმართველობის ეროვნული დეპუტატების არჩევნებში, როდესაც არჩეული იქნა დაახლოებით 2,48 მილიონი დეპუტატი. თვითმართველობის სისტემა ასევე კარგად განვითარებულია ჩინეთში. 2020 წლის ბოლოსთვის ყველა 503000 სოფელსა და 112 000 რაიონული ცენტრში ჩინეთში შექმნა კომიტეტები, რომელთა მეშვეობით მოსახლეობა პირდაპირ იყენებს საკუთარ დემოკრატიულ უფლებებს. ასეთი კომიტეტების მუშაობაში ჩართულია მოსახლეობის დაახლოებით 90%.

ჩინურმა დემოკრატიამ ნამდვილად მიაღწია პროგრესი არჩევნებში. განვიხილოთ სამი ასპექტი: სოფლის არჩევნები, არჩევნები ეროვნული წარმომადგენლების საყოველთაო ჩინურ შეკრებაში და ადგილობრივი არჩევნები.

სოფლად დემოკრატიული პრაქტიკის განვითარება ხელს უწყობდა შესაბამისი კანონების მიღებასა და განახლებას. განახლებული 1982 წლის კონსტიტუციამ დაამტკიცა სოფლის მოსახლეობის კომიტეტის სამართლებრივი სტატუსი, როგორც ქვედა თვითმმართველი ორგანიზაციის.

1987 წელს გამოქვეყნებუი და ამოქმედებულ იქნა „ორგანული კანონი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მოსახლეობის კომიტეტის შესახებ“.  ეს კანონი ითვალისწინებს, რომ სოფლის მოსახლეობის კომიტეტის ხელმძღვანელის, მის მოადგილის და წევრების არჩევა ხდება უშუალოდ მოსახლეობის მიერ.

სოფელში მცხოვრები სრულწლოვანი მოქალაეები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში მათი ეთნიკური წარმომავლობის, რასის, სქესის, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, რელიგიის, განათლების დონის, საკუთრებრივი მდგომარეობის და ცხოვრების ხანგრძლივობის მიუხედავად.

მისი ამოქმედების დღიდან ჩინეთის სოფლების უმრავლესობაში ჩატარდა 7–ზე მეტი საყოველთა არჩევნები სოფლის მაცხოვრებლების კომიტეტებში.

სოფლის არჩევნებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაში ჩინეთის ქვედა ფენებში. მაგრამ, სოფლის არჩევნების განვითარებაში ასევე გვხდება გარკვეული პრობლემები. მაგალითად, უფრო მაღალი დონის მთავრობა ზოგჯერ აქტიურად ირევა არჩევნებში, ზოგჯერ ხდება მოსყიდვა არჩევნებზე, ხოლო სოფლის მაცხოვრებლების მონაწილეობის ფაქტობრივი დონე არის შეზღუდული (მოქალაქეები გადადიან სხვა ქალაქში სამუშაოდ). სირთულეების მიუხედავად, სოფლის არჩევნების საერთო ტენდენცია მაინც უმჯობესდება.

1990 წლების შემდეგ, ჩინეთის საბაზრო ეკონომის განვითარებასთან ერთად, სოფლის ქვედა ფენის დემოკრატიის ზემოქმედებით, ასევე განვითარდა ქალაქის ქვედა ფენის დემოკრატია. ჩინეთში ქალაქის მაცხოვრებლების კომიტეტების პირდაპირი არჩევნების ჩატარების პირველი მცდელობა  მოხდა ცინდაოში 1998 წელს. ამის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაინერგა ქალაქის მაცხოვრებლების კომიტეტების პირდაპირი არჩევნები.

ქალაქის მაცხოვრებლების კომიტეტი არის ქალაქის მაცხოვრებლების ავტონომიური ორგანიზაცია. 1989 წლის 26 დეკემბერს სახალხო წარმომადგენლების ჩინეთის საყოველთაო მეშვიდე შეკრების მუდმივი კომიტეტის მეთერთმეტი სხდომაზე მიღებული იქნა „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქის მაცხოვრებლების კომიტეტის შესახებ ორგანული კანონი“. ადგილობრივი მაცხოვრებლები, შიდა მეურნეობების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენლები ირჩევენ მაცხოვრებელთა კომიტეტების წევრებს.

ჩინეთის სახალხო რესპულბლიკის სახალხო წარმომადგენლების საყოველთაო შეკრება არის სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ორგანო, და მისი მოქმედების ვადაა 5 წელი.

1953 წელს ჩინეთმა პირველად ოფიციალურად ჩაატარა სახალხო შეკრებების დეპუტატების არჩევნები ყველა დონეზე. ეს საყოველთაო  საარჩევნო სამართალი არის უპრეცედენტო  ჩინეთის ისტორიაში.

საბოლოო ჯამში, არჩეულ იქნა 5,669 000 სახალხო დეპუტატი და 1226 დეპუტატი სახალხო წარმომადგენლების საყოველთა შეკრებაში. 1954 წლის სექტემბრის თვეში, გაიხსნა პირველი ჩინური საყოველთაო სახალხო წარმომადგენლების შეკრება. მე–13 საყოველთაო შეკრების დეპუტატებს შორის 438 ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენელია, რაც შეადგენს დეპუტატთა საერთო რაოდენობის 14,7%–ს. თითოეულ 55 ეროვნულ უმცირესობას ქვეყანაში ჰყავს საკუთარი წარმომადგენლები. მათ შორისაა 742 ქალი, რაც შეადგენს 24.9%–ს; 468 წარმომადგენელი მუშათა კლასიდან, ანუ 15,7%. შეკრება შედგება პროვინციებში, ავტონომიურ რეგიონებში, ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ რაიონებში და შეიარაღებულ ძალებში არჩეული დეპუტატებისგან.

ჩინური დემოკრატიის მიღწევები

როდესაც ვსაუბრობთ ჩინური დემოკრატიის მიღწევებზე, უნდა აღვნიშნოთ მისი სწრაფი ეკონომიკური განვითარება და მოდერნიზაციის დონის გაზრდა, მატერიალური პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა, ეროვნული სტატუსის და ეროვნული ღირსების ამაღლება, მთავრობისადმი მაღალი ნდობა; ქვეყნის პოლიტიკა არის სტაბილური და პოლიტიკური სისტემა, რომელიც მოქმედებს ძალიან ეფექტურად. ჩსრ–ს თავმჯდომარემ სი ძინპინმა აღნიშნა: „დემოკრატიული პოლიტიკის რეალიზაციის ფორმები მდიდარია და მრავალფეროვანია, მათი შეზღუდვა ხისტი მოდელებით შეუძლებელია. პრაქტიკა მთლიანად დაამტკიცა, რომ დემოკრატია ჩინურ სტილში რეალურია და ეფექტურია ჩინეთში“.

წელს აღნიშნავენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაფუძნების 100 წლის იუბილეს. 100 წლის განმავლობაში ჩინეთის თავდაუზოგავი  ბრძოლის შედეგად ჩინეთმა წარმატებულად განსაზღვრა საკუთარი განვითარების პოლიტიკური გზა – „სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით“, ჩამოაყალიბა ჩინური ტიპის დემოკრატია, რომელიც წარმოადგენს „ყოვლისმომცველ სახალხო დემორატიას“.

„ყოვლისმომცველი სახალხო დემოკრატია“, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციების, მშენებლობების და რეფორმების ხანგრძლივად განხორციელების შედეგად, დამკვიდრდა ჩინურ მიწაზე, და აითვისა ჩინეთის კომუნისტური პარტიის სიბრძნე და ერის სიბრძნე, უზრუნველყო პროცესის დემოკრატიის, პროცედურული დემოკრატიის და რეალური დემოკრატიის, პირდაპირი და არაპირდაპირი დემოკრატიის, სახალხო დემოკრატიის და სახელმწიფო ნების შერწყმა. ეს არის სრულფასოვანი, მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი დემოკრატია.

ლიანა ჟორჟოლიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *