ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამახსოვრო მონეტები მოჭრა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამახსოვრო მონეტები მოჭრა და მიმოქცევაში გაუშვა.

ირკვევა, რომ ნუმიზმატებისთვის დამზადდა 10 მონეტისგან შემდგარი ნაკრები. ოთხი მონეტა ოქროსგან არის დამზადებული, დანარჩენი ექვსი – ვერცხლისგან.

ძვირფასი ლითონისგან დამზადებული მონეტის ავერსზე გამოსახულია XXIV ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ემბლემა, რომელზეც ასევე ამოტვიფრულია ჩინეთის დიდი კედელი და ფიფქი. რევერსზე დატანილია ზამთრის სპორტის ცალკეულ სახეობათა პიქტოგრამები და შეჯიბრებათა თილისმები.ეს სამახსოვრო მონეტები ამავე დროს ოფიციალური გადახდის საშუალებაცაა და ჩინეთის ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებაში მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *