პეკინის ოლიმპიური სოფელი მზადაა მიიღოს სტუმრები 27 იანვრიდან

ჩინეთი გააღებს კარებს ოლიმპიური სოფლებისთვის პეკინში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და მიიღებს სპორტსმენებს.

„ზამთრის თამაშების ოლიმპიური სოფლები ოფიციალურად გაიხსნება 27 იანვარს და მიიღებენ სპორტსმენებს მთელი მსოფლიოდან“, – განაცხადა ჩინეთის დედაქალაქის ვიცე–პრეზიდენტმა, პეკინის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჩჯან სიანგუნმა.

პეკინი–2022–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დაიწყება 2 თებერვალს. საქართველოს აქვს შვიდი ოლიმპიური ლიცენენზია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე–პრეზიდენტმა, მამუკა ხაბარელმა განაცხადა, რომ მიესალმება ოლიმპიური თამაშების გამართვას პეკინში და ყველას უსურვებს წარმატებებს. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ 2008 წელს პეკინში გამართული ზაფხულის ოლიმპიადა გაიმართა დიდი წარმატებით. აქედან გამომდინარე, იგი დარწმუნებულია, რომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ასევე მიიღებენ მაღალ შეფასებას  საერთაშორისო სპორტული საზოგადოების მხრიდან.

დაგეგმილ თამაშებში საქართველოდან სპორტსმენების მონაწილებასთან დაკავშირებით, მ. ხაბარელმა განაცხადა, რომ საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობები განვითარების სტადიაზეა, თუმცა, მიუხედავად ამისა წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო და ისტორიული შედეგი პეკინის ოლიმპიადაზე ლიცენზიის  მიღების თვალსაზრისით, და ჩვენი პროგნოზით, მომავალში სპორტის ზამთრის სახეობები გახდებიან უფრო პოპულარული.

სამთო მოთხილამურეებმა სოსო ჯაფარიძემ და ნინო წიკლაურმა მოიპოვეს კიდევ ორი ლიცენზია პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობისთვის. 29 წლის ნინო წიკლაურისთვის  ეს ოლიმპიადა არის რიგით მეოთხე მის კარიერაში. საუკეთესო შედეგი სპორტსმენმა გვაჩვენა ფხენიანში 2008 წელს გამართულ ოლიმპიადაზე, სადაც მან დაიკავა 39 ადგილი. რაც შეეხება სოსო ჯაფარიძეს, პეკინის ოლიმპიადა არის პირველი მის კარიერაში.

სოსო ჯაფარიძე და ნინო წიკლაური

მანამდე, თამაშებზე მონაწილეობის უფლება მიენიჭა  მოციგურავეს საბა ქუმარიტაშვილს, და ასევე ფიგურულ მოსრიალეებს ყველა დისციპლიანაში (ქალთა და ვაჟთა ინდივიდუალური შეჯიბრები, საცეკვავო და სპორტული წყვილები).

გარდა ამისა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო შედის 10 საუკეთესო ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც იბრძოლებენ გუნდური ოლიმპიური მედალებისთვის ფიგურულ სრიალში. წინა ფხენიანში გამართულ ოლიმპიადაზე საქართველომ მიავლინა ოთხი სპორტსმენი სპორტის სამ სახეობაში.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა იმართება სამ კლასტერში – პეკინი (ჰოკეი, ფიგურული, სრიალი, კერლინგი), ჩზანცზიკოუ (ბიატლონი, ბატუტზე ხტუნვა) და იანცინი (სამთო თხილამურები). 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კვოტები გადაეცა 2892 სპორტსმენს. მათ შორის, 1314 ქალია, რაც შეადგენს ათლეტების საერთო რაოდენობის 42.5%, ეს არის ყველაზე მაღალი რაოსწნოვ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.

სპეციალურად ზამთრის ოლიმპიადისთვის ჩინეთში აშენდა ოლიმპიური სოფლები ჩჟეცზიანში და იანცინში. ყველა სოფელი არის მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიური და სუფთა.

მაგალითად, იანცინის კამპუსში გამოყენებულია ძალიან დაბალი ენერგომოხმარების ტექნოლოგია, რომელცი ქმნის კომფორტულ პირობებს ტემპერატურის შენარჩუნების ხარჯზე 20–დან 260C -მდე.

იანცინი

დასახლების მშენებლობისას გათვალისწინებული იქნა ეკოლოგიური ნორმები, და გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმალურია. იანცინი არის მთიანი რაიონი, რომელიც მდებარეობს 75 კმ–ში ჩრდილოეთ–დასავლეთისკენ პეკინის ცენტრიდან. მას აქვს უამრავი თერმული წყარო, ეროვნული პარკები და სათხილამურო კურორტები. აქვე მდებარეობს ბადალინი, – ყველაზე პოპულარული მონაკვეთი დიდი ჩინეთის კედლის კომპლექში. იანცინის სპორტული ობიექტები მიიღებენ შეჯიბრებს სამთო სათხილამურო სპორტში, ბობსლეიში, სკელეტონში და ციგებით სრიალში.

ტერიტორიას აქვს სამი დიდი ეკრანი, რომლებზეც სპორტსმენებს ექნებათ საშუალება მიიღონ წვდომა ყველა ტიპის ინფორმაციისთვის, მათ შორის გარემოზე, უსაფრთხოებასა და მომსახურებებზე.

პეკინი–2022–ის ორგანიზატორები დიდ აქცენტს აკეთებენ ოთახის ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილზე – საწოლზე, რომელიც არ არის მხოლოდ კომფორტული და გამძლე, მაგრამ ასევე შესაძლებელია მისი ტრანსფორმირება. პულტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ ლოგინი სურვილისამებრ – დასვენებისთვის, კითხვისთვის, ნოუთბუკზე მუშაობისთვის.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აზრით, ჩინური მხარის მიერ შექმნილი დახურული პერიმეტრი არის  მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილი. დიდი ყურადღება ექცევა პანდემიის გამო სანიტარულ–ეპიდემსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების საკითხებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულია 2022 წლის ოლიმპიადის მომზადების დონით. ეს ეხება ოლიმპიური სოფლის მზადყოფნას, და ასევე კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანმოსთან ერთად ჩატარებულ ზომებს ღონისძიების წარმატებული ჩატარებისთვის.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, პეკინი მზად არის მიიღოს ზამთრის ოლიმპიადა და აკმაყოფილებს ყველა პარამეტრს. მან განაცხადა, რომ დღეს არსებობს ორი გამოწვევა; პოლიტიკა და პანდემია. თომას ბახმა ხაზი გაუსვა პეკინში თამაშების გამართვის ხელშეწყობის მნიშვნელობას, 193 ქვეყნის მიერ შარშან გამართულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. რაც შეეხება მსოფლიოში გავრცელებულ კოვიდ–19–ის ახალ შტამს – ომიკრონს, თომას ბახმა აღნიშნა, რომ ჩინური მხარის მიერ შექმნილი დახურული პერიმეტრი არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი მსოფლიოში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი

პეკინი–2022–ის პერსონალი უკვე შევიდა დახურულ პერიმეტრში.

თომას ბახი მოუწოდებს სპორტსმენებს შეისწავლონ ანტიკოვიდური სახელმძღვანელო; მისი თქმით, სასურველია რომ ის გახდეს მათი ცხოვრების სტილი. რაც შეეხება ანტიკოვიდურ შეზღუდვებს, მონაწილეებს მოუხსნიან ამ შეზღუდვებს არა ორ კვირაში, როგორც იყო ტოკიოს თამაშებში, არამედ სამ დღეში. ეს მისცემს მათ შესაძლებლობას სწრაფად დაუბრუდნენ შეჯიბრს ან თავიანთ სახლებს. პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორები ნებას დაურთავენ აკრედიტირებულ პირებს გამოიყენონ ჩინეთში დაბლოკილი სოციალური ქსელები (ინსტაგრამი და ტვიტერი).

2022 წლის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში და სამოქალაქო ორგანიზატორის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად, 2022 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ყველა აკრედიტირებულ მონაწილეებს მისცემს ღია წვდომას ინტერნეტთან საკვანძო ოლიმპიური ობიექტების დახურული სისტემის ფარგლებში“, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.

ამავე კომიტეტს დაგეგმილი აქვს რობოტების გამოყენება ჰოკეის არენაზე მომსახურე პერსონალის და მაყურებლების კორონავირუსისგან დაცვის მიზნით. დრონებმა უკვე გაიარეს სატესტო გამოცდები. შენობა დეზინფიცირებულია რობოტების მიერ, რომლებიც აწვდიდნენ ტვირთებს სპორტკომპლექსში და ასევე ადუღებენ ყავას მაყურებლებისთვის. ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, პეკინის  ორგანიზატორებმა მიიღოს გადაწყვეტილება რობოტების შემუშავებაზე, რომლებიც  სპორტსმენებს და ოლიმპიადის პერსონალს მიაწვდიან საკვებს. სამზარეულოს ზონაში ასევე იმუშავებენ რობოტები, რომლებიც მოამზადებენ ჩინეთის რეგიონების და სხვა უცხოური ქვეყნების ტრადიციულ კერძებს, მაგალითად მოხარშულ ბრინჯს, მაკარონს, გრილზე შემწვარ ბოსტნეულს, ფასტ–ფუდს, და ასევე სპეციალურ მენიუს ვეგეტარიანელი და დიეტაზე მყოფი სპორტსმენებისთვის. 

Фото: Twitter Beijing 2022

პეკინი–22–ის ორგანიზატორები ასევე იზრუნავენ ხელოვნურ თოვლზე.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორები გადაამუშავებენ 200 მლნ ლიტრი წყალ ხელოვნური თოვლის მისაღებად. ამ მიზნით საორგანიზაციო კომიტეტმა ფერდობებზე განალაგა დახლოებით 200 ხელოვნური თოვლსაწმენდი ავტომანქანა, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს სათხილამურო ტრასების ხელოვნური თოვლით დაფარვას. ხელოვნური თოვლის გამოყენება ზამრთრის ოლიმპიურ თამაშებში არის დამკვიდრებული პრაქტიკა. ასეთი თოვლი გამოყენებული იყოს 2018 წლის ფხენიანის თამაშებში, და ასევე სოჭი–2014–ისა და ვანკუვერ–2010–ის ოლიმპიადაზე.

XXIV ზამთრის ოლიმპიადა დაიწყება 2022 წლის 4 თებერვალს და გაგრძელდება 20 თებერვლამდე.

აღანიშნავია, რომ ჩინური კალენდრის მიხედვით ახალი წელი დადგება 2022 წლის 1 თებერვალს. ამგვარად, 2022 წლის 4 თებერვალი ემთხვევა საახალწლო არდადეგებს. ოფიციალური დღესასწაულები და დასვენების დღეები ქვეყანაში გამოცხადებულია 2022 წლის 31 იანვრიდან – 6 თებერვლამდე პერიოდში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *