პრეზიდენტმა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა რიგი სახელმწიფოს ელჩებისაგან რწმუნებათა სიგელები მიიღო
აკორდას რეზიდენციაში ყაზახეთის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა 7 სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების მიერ. რწმუნებათა სიგელები გადასცეს შემდეგმა ელჩებმა: მონღოლეთის – ჯორჟ ბაიარხუუმ, საბერძნეთის – ეფტალია კაკიოპულუმ, ინდონეზიის – მოჰამად ფაჯრულ რაჰმანმა, მაროკოს – მუჰამმედ რაშიდ მაანინუმ, კანადის – ალან ვილფრედ ჰემსონმა, ისრაელის – ედვინ ნათან იაბო გლუსმანმა, უნგრეთის – ოტტო ივან რონამ.
კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა ელჩებს ყაზახეთში დიპლომატიური მისიის ოფიციალური დაწყება მიულოცა და დაარწმუნა ისინი მისი ადმინისტრაციისა და ყაზახეთის მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერასა და შუამდგომლობაში ჩვენს ქვეყანაში კეთილშობილური ვალდებულებების შესრულებისას.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022 წელი აღინიშნება ისტორიული ეტაპით – ყაზახეთსა და მათ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავით.
– ამ დასამახსოვრებელი წლების განმავლობაში ჩვენ დავამყარეთ ყოვლისმომცველი პარტნიორობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ყველა სფეროში. ეს სპექტრი მოიცავს რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, დინამიურ ეკონომიკურ ურთიერთქმედებას და აქტიურ ჰუმანიტარულ კავშირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი ურთიერთობები დაფუძნებულია მყარ მეგობრულ კავშირებზე, საერთო ღირებულებებსა და ურთიერთდახმარებაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ყაზახეთის ლიდერის თქმით, ეს სრულად გამოიხატა მიმდინარე წლის პირველ დღეებში, როდესაც ყაზახეთი სასტიკი და ცივსისხლიანი თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა შიდა და გარე დესტრუქციული ძალების მხრიდან. მან აღნიშნა, რომ ყაზახეთის ხალხის ძლიერი ნებისყოფისა და კოლექტიური სიბრძნის წყალობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღიკვეთა, და შეთქმულების მონაწილეები და ვანდალები პასუხისგებაში არიან მიცემულნი.
– “იანვრის ტრაგედიის” შემდეგ არც შურისძიებისკენ და არც პოლარიზაციისკენ არ ვისწრაფვი. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიმაჩნია ყაზახეთის მოქალაქეების კონსოლიდაცია და არა განხეთქილება. ამიტომ, მე წარვადგინე ახალი ყაზახეთის კონცეფცია, რომელიც შექმნილია წარსულში ჩადენილი სერიოზული უსამართლობების მოსაშორებლად, რეალური მიღწევების უგულებელყოფის გარეშე, როგორიცაა ეროვნებათშორისი თანხმობა და მრავალ ვექტორიანი საგარეო პოლიტიკა. ჩემი ამაყი ხალხი ამ რთული გამოცდიდან კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული გამოდის და მზადაა მტკიცედ შეინარჩუნოს თავისი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, სოლიდარობა გამოავლინონ ყაზახეთთან მიმართებაში, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში.
„ჩემი მხრიდან, ჩემი ადმინისტრაცია განახორციელებს მასშტაბურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, უზრუნველყოფს საინვესტიციო კონტრაქტების ხელშეუხებლობას და დაუღალავად შეებრძოლება კორუფციას. პოსტპანდემიურ ეპოქაში მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეებზე ასაყვანად. ყაზახეთი მზადაა ყოვლისმომცველი კავშირების შემდგომი გამყარებისთვის თქვენს სახელმწიფოებთან ორმხრივ და მრავალმხრივ განზომილებაში, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მონღოლეთის ელჩისთვის მიმართვისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ყაზახეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია აღმოსავლეთ აზიაში.
– როგორც ახლო მეზობლები, რომლებიც ვიზიარებთ საერთო ინტერესებს, ჩვენ ვფლობთ დიდ შესაძლებლობებს ჩვენი ურთიერთქმედების გასაფართოვებლად, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანებს შორის კონტაქტები. მონღოლეთში ასი ათასზე მეტი ეთნიკური ყაზახია – ეს ჩვენი ხალხების მეგობრობის „ოქროს ხიდია“,- მიიჩნევს კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი.
სახელმწიფოს მეთაურმა კარგად შეაფასა საბერძნეთთან მუდმივად მზარდი თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა ყაზახეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვაში.
– ყაზახეთის ათი ათასიანი ბერძნული დიასპორა ჩვენს ხალხებს შორის მარადიული მეგობრობისა და ეფექტური ურთიერთობის სიმბოლოა.ვიმედოვნებ, რომ ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებში“ – განაცხადა მან.
ყაზახეთის ლიდერმა ინდონეზიასთან მჭიდრო ურთიერთქმედების განვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი უწოდა.
– ჩვენ სანდო პარტნიორები ვართ საერთო ინტერესებით როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე. ყაზახეთის ცენტრალური როლი „სარტყელი და გზას“ ინიციატივაში, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებასთან ერთად, სათავეს უდებს ახალ შესაძლებლობებს „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მათ შორის ინდონეზიასთან, თქვა პრეზიდენტმა.
მაროკოს ურთიერთობაზე საუბრისას სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარება ყაზახეთის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია დასავლეთ აფრიკაში.
„ჩვენ მზად ვართ ერთობლივი ძალისხმევით მაროკოსთან ერთად საინვესტიციო ინიციატივების განხორციელებისთვის და ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებისთვის“, – განაცხადა მან.
კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა კანადას უწოდა ყაზახეთის სანდო და ახლო პარტნიორი დასავლეთ ნახევარსფეროში და აღნიშნა წარმატებული თანამშრომლობა სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფაში.
– ყაზახეთი და კანადა არიან დიდი ქვეყნები, მცირე მოსახლეობით. ჩვენ საერთო ამოცანები გვაქვს ეროვნული კავშირების განვითარებისა და დაბალანსებული რეგიონული განვითარების უზრუნველსაყოფად. მე ვხედავ ბევრ შესაძლებლობას სამთო და მძიმე მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და განახლებადი ენერგიის წყაროებში, ინფრასტრუქტურასა და ჭკვიან ქალაქებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და საჰაერო კოსმოსურ ინდუსტრიაში“, – თქვა ყაზახეთის ლიდერმა.
ისრაელის ელჩისთვის სიტყვით მიმართვისას ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნები დაუღალავად ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს, რომელიც დაფუძნებულია მყარ ადამიანურ კავშირებზე, ყოვლისმომცველ თანამშრომლობაზე, საერთო ღირებულებებსა და ურთიერთ ინტერესებზე.
– დინამიური ურთიერთქმედება ყველა დონეზე, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისია, ემსახურება ჩვენ ორმხრივ სარგებელს, ხსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი პარტნიორობისთვის. ყაზახეთი იმედოვნებს მომავალშიც თქვენს ქვეყანასთან მრავალმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, განსაკუთრებით განათლების, სამრეწველო წარმოების, მაღალი ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა კმაყოფილებით აღნიშნა უნგრეთთან ჭეშმარიტად სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რომელიც დაფუძნებულია მყარ ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე, ასევე საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე.
– ჩვენი ქვეყნები კარგად არიან განლაგებულნი ორ დინამიურად განვითარებად ბაზრების ცენტრში. ერთის მხრივ, ისინი ევრაზიის რეგიონს მოიცავენ, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირს. ეს ჩვენთვის ძალიან მომგებიანია. ამით ჩვენი საწარმოებისთვის ბევრი შესაძლებლობა იხსნება სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისთვის. დღეს ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ფარმაცევტული და კვების მრეწველობის სფეროებში. სოფლის მეურნეობის, „მწვანე“ ეკონომიკის, ბირთვული ენერგიის, მდგრადი ინდუსტრიის, დიგიტალიზაციისა და ფინანსების კავშირების გაფართოების ერთგულნი ვრჩებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დასასრულს, ყაზახეთის ლიდერმა დიპლომატებს წარმატებები უსურვა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს თბილი მოკითხვები გადასცა.