საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი სტატისტიკური პროდუქტის – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (Foreign Direct Investments – FDI) პორტალის პრეზენტაცია გამართა
სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მიმართა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალი წარმოადგენს თვისობრივად ახალ მიმართულებას, უცხოური ინვესტიციების მონაცემთა ვიზუალიზაციისა და გავრცელების კუთხით.
ახალი პორტალი მონაცემთა გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინტერაქტიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს სთავაზობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში.
FDI-ის ახალი პორტალის მეშვეობით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, სურვილისა და საჭიროების შესაბამისად, მოახდინონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემთა გენერირება ქვეყანა-სექტორის ან სექტორი-ქვეყნის ჭრილში, შეადარონ ორი საანგარიშო პერიოდის FDI ძირითადი ქვეყნების, სექტორების და კომპონენტების მიხედვით და ა.შ.
პორტალზე განთავსებულია მსოფლიოს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც წარმოდგენილია მონაცემები საქართველოს პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, რაც წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. აქვე განთავსებულია მონაცემთა აღრიცხვისას გამოყენებული კლასიფიკაციები, მაჩვენებელთა გაანგარიშების მეთოდოლოგია, მათ შორის ვიდეორგოლი სურდო თარჯიმნის გახმოვანებით და მეტამონაცემები.
ახალი პროდუქტი საქსტატის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია დღეიდან, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, მასზე არსებულ მონაცემთა განახლება განხორციელდება ყოველკვარტალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გავრცელების პარალელურად.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://fdi.geostat.ge/?lang=ka