ლევან დავითაშვილი: „ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“

„ხაზს ვუსვამ როგორც პირადად, ისე ვაფიქსირებ მთავრობის პოზიციას – ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში საქართველო მობილიზებულია, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ.  სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ   უკრაინიდან ლტოლვილები იქნებიან, მათ  მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამ საკითხზე მან დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვიცე-პრემიერის  თქმით, როგორი სირთულეებიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ქვეყნის შიგნით საკუთარი დევნილი მოსახლეობა, საქართველო მზადაა,საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან ლტოლვილები შეიფაროს.

„ჩვენ ამ შემთხვევაში გვესმის, რა არის  სოლიდარულობის ფასი. ღიად ვამბობ – რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, ასეთ შემთხვევაში, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *